ფრანკ დე ბური: ლუის სუარესი გამარჯვებულის მენტალიტეტის მფლობელია

AutoSharing Option
"ლივერპულის" ურუგვაელ თავდამსხმელ ლუის სუარესს მძიმე პერიოდი უდგას ცხოვრებაში. ჯერ იყო და ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ პატრის ევრას რასისტული ხასიათის შეურაცხყოფის გამო 8-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა; მერე მოედანს დაუბრუნდა, ფრანგს ხელი არ ჩამოართვა და მას მერე მთელი კუნძული ამაზე ლაპარაკობს.

"სქაი სპორტსმა" კომენტარი სუარესის ყოფილ მწვრთნელ ფრანკ დე ბურს სთხოვა. აი, რა თქვა ჰოლანდიელმა: "ლუისი გამარჯვებულის მენტალიტეტის მფლობელია. მოედანს მიღმა ის ფანტასტიკური ადამიანია.

აი, მოედანზე კი გამარჯვებისთვის ყველანაირ სიგიჟეზე წამსვლელია. დეტალები ნამდვილად არ ვიცი, რა მოხ
და შაბათის შეხვედრაში (10 თებერვალი. მანჩესტერ იუნაიტედი-ლივერპული) და ამიტომაც არ შემიძლია კომენტარის გაკეთება, მაგრამ ევრასთვის მისალმებაზე უარის თქმა ნამდვილად არ არის ჭკვიანური გადაწყვეტილება. მის ყოველ ნაბიჯს ხომ ამიერიდან გაათმაგებულ ყურადღებას მიაქცევენ".

"ოლდ ტრეფორდის" მატჩის დასრულების შემდეგ ინგლისურმა პრესამ იმაზე დაიწყო წერა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ "ლივერპული" უბრალოდ იძულებული გახდებოდა ურუგვაელი თავიდან მოეშორებინა.

კლუბმა მსგავსი პერსპექტივა კატეგორიულად გამორიცხა. თუმცა "ეკიპის" ინფორმაციით, სუარესის გაყიდვა გამორიცხული მაინც არ არის, რადგან მისით "პარი სენ-ჟერმენი" დაინტერესდა. "ლურჯ-წითლები" კი სასურველი ფეხბურთელისთვის ფულს რომ არ დაინანებენ, ყველამ იცის. "ლივერპულთან" სუარესის ხელშეკრულებას ვადა 2016 წელს გასდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული