ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელები გუუს ჰიდინკს ითხოვენ

AutoSharing Option
"ჩელსის" მთავარი მწვრთნელის ანდრე ვილაშ-ბოაშის ლონდონური მომავალი რომ საფრთხის ქვეშ არის, ეს თავადაც მშვენივრად იცის. მსგავს ინფორმაციას აბა ოფიციალურად ვინ დაადასტურებს, თორემ დაწერით კი დაიწერა, რომ რომან აბრამოვიჩმა პორტუგალიელს უახლოესი ორი მატჩის მოგება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი...

ისევ და ისევ კულუარებიდან გამოჟონილ ინფორმაციას თუ ვენდობით, ზოგიერთი ფეხბურთელი მსგავსმა პერსპექტივამ აღაფრთოვანა.

სიურპრიზი არავისთვის იქნება თუ ვიტყვით, რომ "არისტოკრატებს" დღემდე იდეალური ურთიერთობა აქვთ გუუს ჰიდინკთან, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელი გუნდს სამი წლის წინ მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ედგა სათავეში.

"ლონდონ ივნინგ სტანდარტის"
ინფორმაციით, "ჩელსი" მომავალი სეზონისთვის მოსკოვის ცსკა-დან 25 წლის იგორ აკინფეევის გადაბირებას ეცდება.

ლონდონელებს შეიძლება მალე 29 წლის პეტრ ჩეხის შემცვლელის ძებნა დასჭირდეთ, რადგან მისი კონტრაქტი 2013 წლის ივნისში იწურება, ახალზე შეთანხმება კი ჭიანურდება. "არისტოკრატებს" "ატლეტიკოში" იჯარით ჰყავთ გაშვებული 19 წლის ბელგიელი ტიბო კურტუა, ვინც ფანტასტიკურად გამოიყურება.

საშუალო მაჩვენებელს თუ ავიღებთ, იკერ კასილიასისა და ვიქტორ ვალდესის შემდეგ მას ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული. მიუხედავად ამისა, "ჩელსიში" მაინც არ აპირებენ მასზე დაყრდნობას. სწორედ ამიტომ განაცხადა ფეხბურთელმა - მომდევნო სეზონში "ჩელსის" სკამზე ჯდომას რომელიმე ინგლისურ კლუბში იჯარა მირჩევნიაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული