კენი დალგლიშის გუნდს უწინდელ დონეზე დაბრუნება სურს და საამისოდ რამდენიმე ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს. “წითლები” მზად არიან 29 წლის ბრაზილიელში 41 მილიონი ფუნტი გაიღონ.
ფეხბურთელს ჟოზე მოურინიოსთან პრობლემები აქვს, რადგან პორტუგალიელი მასზე მეტად მესუთ იოზილს ენდობა. პრიმერა დივიზიონში კაკას 18 შეხვედრაში (9 სასტარტოში) 4 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს. ბუნებრივია, სუპერვარსკვლავს სათარადიგოთა შორის ჯდომა არ აკმაყოფილებს,
“ლივერპულზე” წერას კი იმით დავასრულებთ, რომ ასოციაციის თასზე “ბრაიტონის” წინააღმდეგ (19 თებერვალს, 20:30 თბილისის დროით) მერსისაიდელებს შეიძლება მაქსი როდრიგესის იმედი ჰქონდეთ. არგენტინელმა ბოლოს “მანჩესტერ იუნაიტედთან” თასის წინა ეტაპზე ითამაშა. შემდეგ კი ტერფის ტრავმა მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა. კენი დალგლიშს შეუძლია ამოისუნთქოს, მის გუნდს ტრავმის გამო ახლა ერთადერთი ფეხბურთელიღა აკლია - ლუკას ლეივა. გამოჯანმრთელდნენ ახალგაზრდები ჯონ ფლენაგანი და ჯეკ რობინსონიც.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"