კაკა - "ლივერპულის" სამიზნე

AutoSharing Option
მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ფანკლუბის ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ “მილანის”, “ჩელსისა” და “პარი სენ-ჟერმენის” შემდეგ კიდევ ერთი კლუბი, ვინც “ლოს ბლანკოდან” კაკას შეძენა მოინდომა, “ლივერპულია”.

კენი დალგლიშის გუნდს უწინდელ დონეზე დაბრუნება სურს და საამისოდ რამდენიმე ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს. “წითლები” მზად არიან 29 წლის ბრაზილიელში 41 მილიონი ფუნტი გაიღონ.

ფეხბურთელს ჟოზე მოურინიოსთან პრობლემები აქვს, რადგან პორტუგალიელი მასზე მეტად მესუთ იოზილს ენდობა. პრიმერა დივიზიონში კაკას 18 შეხვედრაში (9 სასტარტოში) 4 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს. ბუნებრივია, სუპერვარსკვლავს სათარადიგოთა შორის ჯდომა არ აკმაყოფილებს,
ამიტომ გამორიცხული არ არის, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს წინადადებას მართლა დათანხმდეს.

“ლივერპულზე” წერას კი იმით დავასრულებთ, რომ ასოციაციის თასზე “ბრაიტონის” წინააღმდეგ (19 თებერვალს, 20:30 თბილისის დროით) მერსისაიდელებს შეიძლება მაქსი როდრიგესის იმედი ჰქონდეთ. არგენტინელმა ბოლოს “მანჩესტერ იუნაიტედთან” თასის წინა ეტაპზე ითამაშა. შემდეგ კი ტერფის ტრავმა მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა. კენი დალგლიშს შეუძლია ამოისუნთქოს, მის გუნდს ტრავმის გამო ახლა ერთადერთი ფეხბურთელიღა აკლია - ლუკას ლეივა. გამოჯანმრთელდნენ ახალგაზრდები ჯონ ფლენაგანი და ჯეკ რობინსონიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული