შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "არსენალი" "მილანთან" სტუმრად 0:4 დამარცხდა, ხოლო გუშინ ინგლისის თასის გათამაშებიდან გავარდა, სადაც "სანდერლენდთან" 0:2 წააგო.
"ეს ალბათ ყველაზე ცუდი "არსენალია", რომელიც ოდესმე მინახავს. საერთოდ რაზე საუბარია, როცა მათი გუნდის 5-6 ფეხბურთელი მოედანზე ხელთათმანებით გამოდის? ნამდვილ მამაკაცებს მოედანზე ხელთათმანები არ სჭირდებათ", - თქვა როი კინმა.
მომზადებულია ITV-ის მიხედვით