ტოშაკი გაბრაზდა და წავიდა

AutoSharing Option
ჯონ ტოშაკმა განაცხადა 48 საათში უელსის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადავდგები, ჩემს შემცვლელად კი გირჩევთ რაიან გიგზი დანიშნოთო. "რეალის" ყოფილმა თავკაცმა, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ექვსი წელიწადია ხელმძღვანელობს, წასვლა პარასკევს ჩერნოგორიასთან 1:0 წაგების შემდეგ გადაწყვიტა. გიგზის შესახებ კი - როგორ შეიძლება ეს ვინმემ არ იცოდეს - მოგახსენებთ, რომ 36 წლის გარემარბი ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელია, "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობს.

62 წლის ტოშაკმა გადადგომის შესახებ შაბათსვე ილაპარაკა უელსის ფეხბურთის ასოციაციასთან. კაცმა რომ თქვას, ამას საგანგებო მიღება და შეხვედრა არც სჭირდებოდა - დამარცხებული
გუნდი და მისი ბოსები პოდგორიცადან ერთად მოფრინავდნენ, თუმცა ამ ისტორიაში არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ტოშაკმა ფედერაციის შეფებს თავიდან უთხრა, რომ თანამდებობას ოქტომბერში დასტოვებდა - მიუხედავად იმისა, რას იზამდა გუნდი ბულგარეთსა და შვეიცარიასთან - შინ დაბრუნებულმა კი გაზეთები წაიკითხა, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და გადადგომა დაუყოვნებლივ გადაწყვიტა.

ამასთან ერთად უელსური წყაროები იტყობინებიან, რომ ტოშაკი ჯერჯერობით მაინც ივლის სამსახურში. როგორც ჩანს, პატრიოტული გრძნობები ეროვნული გუნდის უპატრონოდ დატოვების ნებას არ აძლევს. აღსანიშნავია ისიც, რომ უელსელთა ასოციაციას ახალი აღმასრულებელი შეფი ჰყავს, ჯონათან ფორდი, რომელიც ყველა ღონეს იხმარს თავი რომ გამოიჩინოს და შეეცდება მართლა დაიყოლიოს რაიან გიგზი, რომელიც აგერ უკვე სამი წელიწადია როგორც ფეხბურთელი ნაკრებს აღარ გაჰკარებია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული