არსენ ვენგერი ტრანსფერებისთვის 55 მილიონ ფუნტს მიიღებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გუნდის საზაფხულო ტრანსფერებისთვის 55 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოუყოს.

აღსანიშნავია, რომ "მეთოფეების" მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერის გაშვებაზე არავინ საუბრობს, რადგან კლუბის მმართველობის ყველა წევრი ფრანგ სპეციალისტს უჭერს მხარს.

ინგლისური პრესის მონაცემებით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "არსენალის" სამიზნეები ნახევარმცველები ედენ აზარი და მარიო გიოტე, ასევე ფორვარდები მატიას სუარესი და ლუკაშ პოდოლსკი იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული