რამირესი გაქცევაზეა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ 24 წლის ბრაზილიელ საყრდენ ნახევარმცველ რამირესს "ჩელსის" ძირითადში მოხვედრის პრობლემა არ ჰქონია, მას თვალი მაინც გაქცევაზე უჭირავს.

ფეხბურთელმა ბრაზილიურ გამოცემა "ლანსს" განუცხადა, რომ სიამოვნებით გაცვლიდა "ჩელსის" რომელიმე ამბიციურ კლუბზე მის სამშობლოში: "ამ თემაზე ჩემს მეუღლეს ველაპარაკები ხოლმე. თუკი ბრაზილიიდან საინტერესო წინადადება გამოჩნდება, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში მშვენიერ სიტუაციაში ვარ, მას სიამოვნებით მივიღებდი. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია ძალიან შეიცვალა.

ფეხბურთსინტერნეტკაზინო ლარივინი
დიდ ყურადღებას აქცევენ, კლუბები კი კარგ ანაზღაურებას იხდიან. ყველაზე მეტად "კრუზეიროში" დაბრუნება გამაბედნიერებდა".

გარდა წამსვლელებისა,
ინფორმაციას "ჩელსიში" შესაძლო მომსვლელებზეც გაგაცნობთ. "მირორის" ცნობით, "არისტოკრატებს" ბელგრადის "პარტიზანიდან" 17 წლის ვუნდერკინდის ლაზარ მარკოვიჩის შეძენა სურთ. თინეიჯერი შემტევი შუახაზელის შეძენა ლონდონელებს 14 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

გეტყვით, რომ ფეხბურთელმა "პარტიზანის" რიგებში მიმდინარე სეზონში 16 შეხვედრაში 6 გოლის გატანა შეძლო. ასაკის მიუხედავად ის უკვე თამაშობს სერბეთის 21-წლამდელთა ნაკრების რიგებშიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული