"მანჩესტერ იუნაიტედი" სამუდამოდ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი კლუბის დატოვებას მას მერეც კი არ აპირებს, რაც მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგება.

შოტლანდიელის თქმით, დამსახურებულ პენსიაზე გასვლის შემდეგ მას "იუნაიტედის" ადმინისტრაციაში სურს მუშაობის გაგრძელება. საპენსიო ასაკი კი მისი აზრით 2-3 წელიწადში ექნება.

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ეთერში 70 წლის მწვრთნელმა შემდეგი რამ განაცხადა: "მინდა მუდამ აქტიური როლი ვითამაშო. ვფიქრობ, "იუნაიტედის" სისტემაში ჩემი ადგილი მას მერეც მოინახება, როცა მწვრთნელობას თავს დავანებებ.

რა თქმა უნდა, ყველას უნდა, რომ კარიერა გამარჯვებულმა დაასრულოს, იმედი მაქვს, რომ მე
ამას შევძლებ. არ ვიცი, რამდენი ხანი დავრჩები მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ თუკი ჯანმრთელობა არ მიღალატებს, კიდევ 2-3 წელიწადი სიამოვნებით ვიმუშავებდი.

ერთი ფაქტორი, რაც არ მაძლევს წასვლის საშუალებას, ეს "ლივერპულია", რადგან მასთან პაექრობა განსაკუთრებულ როლს ასრულებს და მისი ანალოგი სხვა არ მოიძებნება.

წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით, ჩვენს თამაშებს იშვიათად რომ რამე შეედაროს მსოფლიოში. გამარჯვებებისა და ტიტულების კუთხით კი მას ბრიტანეთში ანალოგი არ მოეპოვება. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ და "ლივერპულს" ერთმანეთი".

შეგახსენებთ, რომ სერ ალექსმა "იუნაიტედიდან" შესაძლო წასვლაზე პირველად განცხადება 10 წლის წინ გააკეთა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა და რამდენი ხნით გადაიფიქრა, თავად ხედავთ.

Sportall.Ge"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს კლუბმა ახალი თავსატეხი გაუჩინა. პრემიერლიგის ჩემპიონთა ტექნიკურმა სპონსორმა "ნაიკმა" მომავალი სეზონისთვის ახალი ფორმა გამოუშვა.

გარდა იმისა, რომ ფანებს ის ვიზუალურად ძალიან არ მოსწონთ, მათი თქმით, "იუნაიტედი" ფანების ერთგულებით სპეკულირებს, რის ხარჯზეც ფულს შოულობს.

განსაკუთრებული დამოკიდებულება ფორმების მიმართ პატარა ბავშვებს აქვთ, რადგან ისინი მშობლებისგან ყოველ ახალ ფორმას ითხოვენ.

"დიზაინი საშინელია. ის ძალიან ჰგავს იმ მაისურებს, რაც ჩვენს გუნდს 90-იანებში ეცვა. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს სტილის შეცვლა. უბრალო წითელი ფერის ფორმები ზუსტად ის იყო, რაც ყველაზე მეტად მოგვწონდა. ამ ახალ ფორმაში ფეხბურთელებს ალბათ ერთმანეთის დანახვაც გაუჭირდებათ.

ჩვენთვის აშკარაა, რომ ახალი დიზაინის მაისურა კლუბს იმიტომ დასჭირდა, რომ ფული იშოვოს. არ ვარ დარწმუნებული, რომ გულშემატკივრები ფორმების გამოჩენისთანავე გავარდებიან მაღაზიებში და დაიტაცებენ. ის ისტორიაში ვერასოდეს შევა, როგორც "იუნაიტედის" კლასიკური სამოსი," - განუცხადა "მირორს" "მანიუს" გულშემატკივარმა დეივ რობერტსმა.

ახალი მაისურების პრეზენტაცია მაისში უნდა მომხდარიყო, მაგრამ დათქმულ ვადამდე გულშემატკივრებ¬მა როგორღაც მოახერხეს ინტერნეტის საშუალებით მისი ნახვა. "იუნაიტედის" ცნობით, კლუბს მთელ მსოფლიოში ოფიციალურად 333 მილიონი ფანკლუბის წევრი ჰყავს. მათი რიცხვი მარტო ინდოეთში რამდენჯერმე უფრო მეტია, ვიდრე ბრიტანეთში. ბევრი ფანი ჰყავს კლუბს ჩინეთსა და ინდონეზიაშიც. "მანჩესტერი" მხოლოდ თავისი საფირმო მაღაზიების წყალობით წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიონ მაისურს ყიდის.

"იუნაიტედზე" წერას იმით დავასრულებთ, რომ ბრიტანული პრესის ცნობით, სეზონის ბოლოს კლუბიდან წასვლა სურს მაიკლ ოუენს. 32 წლის თავდამსხმელი, ისევე როგორც წინა კლუბებში, "მანიუშიც" ხშირად ავადმყოფობს, მაგრამ როცა ჯანმრთელია, თამაში მაშინაც არ უწევს.

"ეშმაკების" თავდასხმის ხაზში ხომ საშინელი კონკურენციაა. ოუენის აგენტის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა კლიენტისთვის სასურველი კლუბი რაც შეიძლება მალე გამონახოს. ივნისში ფეხბურთელსა და "იუნაიტედს" შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა ეწურება, ასე რომ, ახალი კლუბის მოსაძებნად ოუენს ბარიერების გადალახვა არ დასჭირდება. "სანდი ტაიმსის" ცნობით, 2001 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელის სამსახურით "რედინგია" დაინტერესებული. ჩემპიონშიპის კლუბი ვეტერანს 2-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაიმე ღმერთოოოოოო!!!! ეს რაარის კოპლებიან პიჟამოსგავს
achiko
15:10 21-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული