ნაიალ ქუინი გადადგა

AutoSharing Option
"სანდერლენდისა" და ირლანდიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ნაიალ ქუინმა საზოგადოებისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და წავიდა კლუბიდან, სადაც 12 წელი ჰქონდა გატარებული.

ვეტერანის თქმით, საცხოვრებლად ის სამშობლოში აპირებს დაბრუნებას, სადაც ერთადერთი მიზანი ექნება, კონცენტრაცია მოახდინოს ოჯახსა და ბიზნესზე.

ნაიალმა აქტიური კარიერა 2006 წელს დაასრულა და უმალ "სანდერლენდის" მთავარი მწვრთნელის პოსტი და პრეზიდენტის სავარძელი ჩაიბარა. თუმცა ზედიზედ 4 მატჩის წაგების გამო მწვრთნელობიდან გადადგა და გუნდის დამრიგებლად როი კინი დანიშნა.

უკანასკნელმა თავდაპირველად გუნდი გამოაცოცხლა, თუმცა მალე მასაც ჩავარდნა დაეწყო და იძულებული გახდა "სანდერლენდიდან" წასულიყო.
მის ადგილზე სტივ ბრუსი დაინიშნა. თავის გამოჩენა ვერც შოტლანდიელმა სპეციალისტმა მოახერხა.

წარუმატებელი ექსპერიმენტების გამო "სანდერლენდის" მესაკუთრე ელის შორტმა პრეზიდენტობა თავად ჩაიაბარა, ნაიალ ქუინი კი კლუბის ადმინისტრაციაში "ჩამოალაბორანტა". სწორედ ეს გახდა ქუინის კლუბიდან წასვლის მიზეზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული