ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა განაცხადა, რომ კლუბის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა მას საკუთარი პროექტის განსახორციელებლად სამი წელი მისცა.
"ჩვენი პროექტი სამწლიანია. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი მიზანი დაგვრჩა - ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ორივე გზას ბოლომდე გავივლით.
ბოლო წლებში "ჩელსი" შესანიშნავ შედეგებს აღწევს. მუშაობა ზეწოლის ქვეშ მიწევს, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია", - აღნიშნა 34 წლის მწვრთნელმა.
ვილაშ-ბოაში "ჩელსის" გასულ ზაფხულს ჩაუდგა სათავეში, როდესაც ლონდონელებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
11:58 21-02-2012
ანდრე ვილაშ-ბოაში: ლონდონის "ჩელსიში" სამწლიანი პროექტი მაქვს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული