2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით "იუნაიტედის" შემოსავალმა 18,5 მილიონით მოიმატა და 175 მილიონ ფუნტს მიუკაკუნა. მატჩებიდან შემოსავალი 52,2 მილიონიდან 54,5-მდე გაიზარდა, მედიაუფლებების გაყიდვით მიღებული თანხები - 53,7-დან 60,9-მდე გაიზარდა.
კომერციული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 50,4 მილიონიდან 58,6-მდე მოაღწია. გლეიზერების ოჯახის მიერ კლუბის შეძენის დროს აღებული ვალი 508-დან 439 მილიონამდე შემცირდა.
ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ "იუნაიტედმა" 2010 წელს რეფინანსირების
რაკი კლუბის ფინანსური კეთილდღეობა მატულობს და მატულობს, ბუნებრივია, "ეშმაკებს" აქვთ უფლება "ზედმეტი ფული" წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებაში დახარჯონ.
მაგალითად, სერ ალექს ფერგიუსონის გადაწყვეტილებით, კლუბმა უკვე დაიწყო მოლაპარაკება ნანისთან თანამშრომლობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
24 წლის პორტუგალიელს კონტრაქტში 2 წელი აქვს დარჩენილი. მას კვირაში 90 ათას ფუნტს უხდიან. "მანჩესტერი" მზადაა, ფეხბურთელს ახალი 4-წლიანი ხელშეკრულება და კვირაში 130 ათასი ფუნტი შესთავაზოს. მიუხედავად "მილანისა" და "იუვენტუსის" ინტერესისა, ნანი დიდი ალბათობით სწორედ "ოლდ ტრეფორდზე" დარჩება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"