კიდევ ერთი კანდიდატი "ვულვერჰემპტონისთვის"

AutoSharing Option
ინგლისური პრესა "ვულვერჰემპტონის" მთავარი მწვრთნელობის კიდევ ერთ კანდიდატზე, "ჩელსის" ყოფილ მწვრთნელ რეი უილკინსზე ალაპარაკდა.

აქამდე ჟურნალისტები ალან კერბიშლის, სტივ ბრუსის, ბრაიან მაკდერმოტისა და გუსტავო პოიეტის კანდიდატურებს ასახელებდნენ. პრინციპში უილკინსმა კანდიდატურა თავად წამოაყენა.

აი, რა თქვა მან: "მიმაჩნია, რომ ახალი სამუშაო მჭირდება და "ვულვერჰემპტონი" ერთ-ერთი ის კლუბია, სადაც სიამოვნებით შევუდგებოდი საქმეს".

უმთავრესი მინუსი, რაც უილკინს აქვს, ეს მთავარ მწვრთნელად მუშაობის ნაკლები გამოცდილებაა. 1998 წლის შემდეგ, რაც ის "ფულჰემიდან" გაუშვეს, თუ "ჩელსიში" ჩატარებულ 1 თამაშს არ ჩავთვლით ("უოტფორდთან" ასოციაციის თასის მე-5 ეტაპზე),
მსგავსი სამუშაო მას არ ჰქონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული