რობერტო მანჩინიმ კარლოს ტევესი შეიწყალა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ არგენტინელ თავდამსხმელ კარლოს ტევესს მისი გამოხდომები აპატია.

"მისი მობოდიშება მივიღე და ჩვენს შორის არანაირი პრობლემა აღარ არის. ახლა ვარჯიშის წინ შევხვდები და ამის შემდეგ შეეძლება გუნდთან ერთად მუშაობაც განაახლოს.

ვფიქრობ, მას 2-3 კვირა დასჭირდება, რათა ვარჯიშებით ფორმა აღიდგინოს. მაგრამ თუ ახლავე მზადაა, მოედანზე ამ ვადაზე ადრეც დაბრუნდება", - განაცხადა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ ტევესსა და მანჩინის შორის კონფლიქტი სექტემბერში მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში დაიწყო, როდესაც არგენტინელმა თამაშში ცვლილებაზე ჩართვაზე უარი თქვა. ტევესი მაშინ გუნდიდან
მოკვეთეს და მას შემდეგ უთამაშებელია.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული