ლონდონის "ჩელსის" რაფაელ ბენიტესის აყვანა არ უცდია

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" და "ლივერპულის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის რაფაელ ბენიტესის აგენტმა მანუელ გარსია კუილონმა განაცხადა, რომ ლონდონური კლუბი მას ესპანელი სპეციალისტის კონტრაქტის თაობაზე არ დაკავშირებია.

თუმცა დასძინა, რომ თუ ასეთი შემოთავაზება იქნება, აუცილებლად განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" ამჟამინდელი თავკაცის ანდრე ვილაშ-ბოაშის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ახლა "ჩელსი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეხუთე ადგილზეა.

"არანაირი ოფიციალური წინადადება ბენიტესით დაინტერესების შესახებ "ჩელსისგან" არ წამოსულა. ლონდონური კლუბის წარმოამდგენლები არ შეგვხმიანებიან. თუ მსგავსი წინადადება იქნება, განვიხილავთ", - განაცხადა ბენიტესმა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული