ნახევარმცველის თქმით, მერსისაიდელებს დიდი ხანია არაფერი მოუგიათ და ახლა ამ სევდიანი ტრადიციის დარღვევას აპირებენ.
"ისეთი კლუბისთვის, როგორიც "ლივერპულია", ტიტულის გარეშე ექვსი წელი ძალიან ბევრია. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ვალდებულნი ვართ, რაიმე ტიტული მოვიგოთ.
ბოლო დროს კლუბმა რთული პერიოდი გადაიტანა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ლიგის თასის ფინალი ჩვენთვის წარმატებული გამოდგ
იმედი მაქვს, რომ ეს დიდი გზის დასაწყისი იქნება. ერთი ტურნირის მოგების შემდეგ დამშვიდება და მხართეძოზე წამოწოლა გაუმართლებელი იქნება", - განაცხადა ჯერარდმა.
მომზადებულია AP-ის მიხედვით