ახალი კონტრაქტი ჰარი რედნაპს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ფაბიო კაპელოს გადადგომის შემდეგ მის შემცვლელად ყველაზე ხშირად "ტოტენჰემის" 64 წლის დამრიგებელი ჰარი რედნაპი სახელდება.

კლუბის წარმომადგენელთა განცხადებით, თუკი მწვრთნელმა წასვლა გადაწყვიტა, ისინი წინააღმდეგობის გაწვევას არ შეეცდებიან.

ამასთან, ჩრდილოლონდონელები კვალიფიციურ სპეციალისტთან გამოთხოვებას არც მთლად უბრძოლველად აპირებენ. კლუბის პრეზიდენტი დენიელ ლევი რედნაპს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტსა და სოლიდურ სატრანსფერო ბიუჯეტს სთავაზობს, რათა ნაკრებში მუშაობაზე ხელი ააღებინოს.

"დეილი მირორის" მტკიცებით, "ტოტენჰემს" ამის შანსი იქამდე ექნება, ვიდრე საფეხბურთო ასოციაციას რედნაპთან მოლაპარაკებები ოფიციალურად არ დაუწყია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული