ინგლისი. პრემიერლიგა. XXVI ტურის წინ: მშვიდობა და ფეხბურთი ჩრდილო ლონდონში

AutoSharing Option
კვირას ინგლისის ლიგის თასის ფინალური მატჩი იმართება. მოგეხსენებათ, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ კუნძულზე თასის გათამაშებებს. ამიტომ სულაც არ იქნება გასაკვირი, ჩემპიონატის მატჩები უმნიშველო ჩრდილის ქვეშ თუ მოექცა.

“ჩელსი” შინ “ბოლტონს” უმასპინძლებს. “ლურჯები” შეეცდებიან, რომ ბოლო ხანს შერცხვენილი სახელის უმნიშვნელოდ რეანიმირება მაინც სცადონ. თუმცა სტატისტიკას თუ ვერწმუნებით, “მაწანწალები” “სტემფორდ ბრიჯზე” ნაკლებად სასურველი სტუმრები არიან. თუმცა ვინ არის ფავორიტი და ვინ აუტსაიდერი, ამ წუთას, შეიძლება სულაც უმნიშვნელო იყოს იმის გათვალისწინებით, თუ რა ფსიქოლოგიური მდგომარეობაა “ჩელსიში”. წამყვან ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის სიტუაცია ხომ
ძალიან დაძაბულია.

ანდრე ვილაშ ბოაშის ხელმძღვანელობით დედაქალაქელებმა მშვენივრად ჩაატარეს პირველი წრის შეხვედრა “რიბოკ სტედიუმზე”, როცა მეტოქე 5:1 დაამარცხეს. 6-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ რაღაც ამის მსგავსი ანგარიში “ჩელსის” გარშემო სიტუაციას მეტნაკლებად დაალაგებდა და გუნდის პორტუგალიელ თავკაცსაც ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა.

მთავარი ახლა ჩემპიონობაზე ფუჭი ოცნება კი არა, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაა. ამის იმედს კი “ჩელსის” უშუალო კონკურენტ “არსენალის” საშინელი სათამაშო ფორმაც აძლევს. “მეთოფეები” ცალკე საწერი თემაა და ჩვენ მას აუცილებლად დავუბრუნდებით. მატჩს გარკვეულ ინტრიგას მატებს ყოფილი გუნდთან გარი კეჰილის დაპირისპირება.

“არსენალის” მარცხენა მცველი კირან გიბსი მიიჩნევს, რომ უკვე დროა, “მეთოფეებმა” დაივიწყონ ყველანაირი ნეგატივი, რაც გუნდს ბოლო 10 დღის განმავლობაში გადახდა თავს და სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის მაქსიმალურად უკეთ მოემზადონ.

აი, რას ამბობს ის:

“ტოტენჰემთან” მატჩი უფრო მეტია, ვიდრე ერთი რიგითი თამაში. პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირება, წესით, კარგი მოტივატორი უნდა აღმოჩნდეს. შინ ვთამაშობთ და რაკი საკუთარი ფანების წინაშე ვალში ვართ, განსაკუთრებით უნდა მოვინდომოთ. ამჟამად ოთხეულში ვართ. თუკი მაქსიმალურად დავიხარჯებით, აუცილებლად მოვახერხებთ იქ დარჩენას. “დეზები” წელს ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობენ, სწორედ ამიტომ ჩვენ ნამდვილი ომისთვის ვემზადებით.

მიმდინარე სეზონში ტრავმირებული ფეხბურთელების შემხედვარეს რაღაც მომენტში შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ გუნდი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ეს იმდენად მძიმე სურათი იყო, რომ რაკი გუნდის დახმარებას ვერ ვახერხებდი, ხანდახან ტრავმაში ჩემს თავსვე ვადანაშაულებდი”.

ტრავმირებულთა გრძელი სიის ნახვა ქვემოთაც შეგიძლიათ. უბრალოდ გეტყვით, რომ “ტოტენჰემის” ლიდერი რაფაელ ვან დერ ვაარტი მომჯობინდა.

მწვრთნელები მას სპეციალურ ტესტებს გაატარებენ და მხოლოდ ამის მერე გადაწყვეტენ, შეიძლება თუ არა ჰოლანდიელის მინდორზე გაშვება.

დაბოლოს, გაგაცნობთ ლონდონური კლუბების ერთობლივ განცხადებას:

“კვირას გასამართი დერბის წინ კლუბები მოუწოდებენ გუნდების გულშემატკივრებს, რათა მთელი აქცენტი საყვარელი ფეხბურთელების მხარდაჭერაზე გადაიტანონ. ჩრდილოლონდონური დერბი ყოველთვის განსაკუთრებული საფეხბურთო სანახაობა იყო და იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალი მატჩი ისტორიაში მხოლოდ საფეხბურთო ასპექტების გამო შევა.

გულშემატკივარს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მიუღებელი ანტისოციალური მოქმედებებისგან”.

ინგლისი. პრემიერლიგა. XXVI ტური
დღეს
ლივერპული-ევერტონი გადაიდო

ჩელსი-ბოლტონი 19:00
ტრავმა: ტერი, ბოსინგვა, მატა, ტორესი - სორდელი, მირსი, გარდნერი, შ. დევისი, ალონსო, რაილი, ლი, მ. დევისი, კ, დევისი, ჰოლდენი

ნიუკასლი-ვულვერჰემპტონი 19:00
ტრავმა: ამეობი, ს. ტეილორი, ბესტი, რეინჯერი, რ. ტეილორი, მარვო - ზუბარი, კრედოკი, ნაითლი, ბასონგი

ქუინზ პარკი-ფულჰემი 19:00
ტრავმა: ჰელგუსონი, ფორლინი, კემპბელი, იანგი, დაიერი - ჯონსონი, სენდეროსი, პოგრებნიაკი, სიდუელი, სა, გრიგერა
დისკვალიფიკაცია: სისე (ქპრ)

ვესტ ბრომვიჩი-სანდერლენდი 19:00
ტრავმა: შარნერი, ბრანტი, გერა - ბრამბლი, კილგალონი, ანხელერი, ვონი, გორდონი, ბენდტნერი, ბრაუნი

უიგანი-ასტონ ვილა 19:00
ტრავმა: კერკლანდი - დელფი, დანი, ჰერდი, აგბონლაჰორი, ბენანი, კლარკი

მანჩესტერ სიტი-ბლექბერნი 21:30
ტრავმა: - გრელა, სალგადო, სამბა, დანი
დისკვალიფიკაცია: - ლოუი, ჟივე

ხვალ
არსენალი-ტოტენჰემი 17:30
ტრავმა: სანტოსი, ჯენკინსონი, ფრიმპონგი, კოკელენი, მერტეზაკერი, შამახი, რემსი, სკილაჩი, უილშირი, დიაბი - ჰადლსტოუნი, ასუ-ეკოტო, სანდრო, ვან დერ ვაარტი, მოდრიჩი, გალასი, ადებაიორი

ნორვიჩი-მანჩესტერ იუნაიტედი 17:30
ტრავმა: აიალა, ტირნი, ჰოუსონი, რუდი, ნაუტონი, უიტბრედი - ოუენი, რუნი, ვალენსია, ლინდეგორი, ანდერსონი, ფლეტჩერი, ვიდიჩი

სტოკ სიტი-სუონსი 19:00
ტრავმა: სიდიბე - ბოდე, ალენი, ორლანდი, აგუსტიენი
დისკვალიფიკაცია: ჰუთი (ნორვ)

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 25 19 3 3 64-19 60
2. იუნაიტედი 25 18 4 3 61-25 58
3. ტოტენჰემი 25 16 5 4 49-25 53
4. არსენალი 25 13 4 8 48-35 43
5. ჩელსი 25 12 7 6 44-31 43
6. ნიუკასლი 25 12 6 7 36-36 42
7. ლივერპული 25 10 9 6 29-23 39
8. ნორვიჩი 25 9 8 8 37-41 35
9. სანდერლენდი 25 9 6 10 34-26 33
10. ევერტონი 25 9 6 10 26-27 33
11. სუონსი 25 7 9 9 28-32 30
12. ფულჰემი 25 7 9 9 31-36 30
13. სტოკ სიტი 25 8 6 11 24-38 30
14. ვესტ ბრომვიჩი 25 8 5 12 29-35 29
15. ასტონ ვილა 25 6 10 9 29-34 28
16. ქუინზ პარკი 25 5 6 14 27-44 21
17. ბლექბერნი 25 5 6 14 37-56 21
18. ვულვზი 25 5 6 14 28-49 21
19. ბოლტონი 25 6 2 17 29-51 20
20. უიგანი 25 4 7 14 23-50 19

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული