ჰარი რედნაპი: ჩემი მიზანია ლონდონის ტოპკლუბი გავხდეთ

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელ ჰარი რედნაპს სურს, რომ "ტოტენჰემი" ლონდონის ტოპკლუბი გახდეს და დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის სხვა წარმომადგენლებს გაუსწროს.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სიმართლე გითხრათ, ეს მიმდინარე სეზონში ჩემი მთავარი მიზანია. მსურს ჩემპიონატი ლონდონის ყველა კლუბზე უფრო მაღლა დავასრულოთ. თუ მოვახერხეთ, სასურველია მთელი სეზონის ჯამში მესამე ადგილზე გავიდეთ.

კარგი სეზონის ჩატარების შანსი გვაქვს, მაგრამ პრემიერლიგაში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. აუცილებელია, ისევე სტაბილურად გავაგრძელოთ თამაში, როგორც ამ დროისთვის ვთამაშობთ", - განაცხადა რედნაპმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული