რაიან გიგზმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 900 მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელ რაიან გიგზისთვის "ნორვიჩთან" დაპირისპირება ალექს ფერგიუსონის თავკაცობით ჩატარებული მე-900 მატჩია.

38 წლის უელსელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 1991 წლიდან თამაშობს.

გუნდთან ერთად მან ინგლისის ჩემპიონატი 12-ჯერ მოიგო, ოთხჯერ ქვეყნის თასი, სამჯერ ევროპის ლიგა და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ნახევარმცველმა 18 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიატანა. სულ ახლახან რაიან გიგზმა მანჩესტერელებთან კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნახეთ ის რაც ჯერ არ გინახავთ --> MYORD.IN
MYORD.IN
23:04 26-02-2012
0

სიახლეები პოპულარული