"მართალია ტიტული მოვიგეთ, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. მიღწეულზე გაჩერება არ გვსურს, გვინდა წინსვლა გავაგრძელოთ. უამრავი ხალხისთვის "ლივერპული" ძალიან ბევრს ნიშნავს.
გვსურს ქომაგი ისე გავახაროთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. დღეს ეს მოვახერხეთ.
იმედი მაქვს, ახლა ჩვენი გულშემატკივრები იმ დღეებს დაივიწყებენ, როდესაც რაღაც არ გამოგვდიოდა", - აღნიშნა დალგლიშმა.