არსენ ვენგერი: გუნდში თეო უოლკოტისნაირი ფეხბურთელი უნდა გყავდეს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ლონდონის "ტოტენჰემთან" შეხვედრაში ნახევარმცველ თეო უოლკოტის თამაშით კმაყოფილება გამოთქვა.

ფეხბურთელმა შეხვედრაში, რომელიც "მეთოფეებმა" 5:2 მოიგეს, დუბლი გაიფორმა.

"გულშემატკივრებმა მას მხარი დაუჭირეს, რამაც დადებითად იმოქმედა. ვგრძნობდი, რომ მას ის დონე აქვს, რომელიც ჩვენს გუნდს სჭირდება.

ის საკმაოდ მარტივად და სწირხაზოვნად თამაშობს, თუმცა მასავით მცველებს ვერავინ გაურბის. ხანდახან შეიძლება ვფიქრობ, რომ აუცილებელი ბალანსის შესანარჩუნებლად გუნდში მსგავსი მოთამაშის ყოლა საჭიროა", - აღნიშნა ვენგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული