ინგლისის ნაკრებს ახალი ფორმა აქვს

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის საშინაო ფორმა წარადგინა.

სპორტული ბრენდის Umbro-ს ახალ ეკიპირებაში ინგლისის ნაციონალური დროშის ფერებია გამოყენებული - წითელი და თეთრი.

საკმაოდ საინტერესო დიზაინის გამოვიდა ნაკრების წითელი ფორმა, რომელზეც ჯვრებია ასახული. ახალი ფორმით ინგლისელები 29 თებერვალს ჰოლანდიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს "უემბლიზე" ინგლისისა და ჰოლანდიის ნაკრებები ერთმანეთს ევრო 1996-ის დროს შეხვდნენ. შირერისა და შერინგემის დუბლების წყალობით ინგლისელებმა მეტოქეს 4:1 სძლიეს (ჰოლანდიელებისგან კლიუვერტი გამოირჩა).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული