შვარცერი: პირი თუ დავაღე...

AutoSharing Option
ლონდონელი "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ავსტრალიის ნაკრებისა და "ფულემის" მეკარე მარკ შვარცერზე მთელი ზაფხულის განმავლობაში ნადირობდა, მაგრამ საბოლოოდ 37 წლის კიპერში რამდენიმე მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა ვერ გარისკა.

ასეთი სიტუაციის გამო გაურკვევლობაში მყოფმა შვარცერმა სეზონის სტარტზე თავის "ფულემში" სათამაშო პრაქტიკაც მოისაკლისა - ინგლისის ჩემპიონატის საწყის სამ ტურში "კოტეჯერების" კარს ახალგაზრდა დევიდ სტოკდეილი იცავდა, ვინც თავისი ბრწყინვალე თამაშით მთელი ინგლისი და ამ ქვეყნის ნაკრების იტალიელი თავკაცი ფაბიო კაპელოც მოხიბლა. ტრავმა რომ არა, სტოკდეილი ინგლისის ნაკრებში გამოძახებასაც ეღირსებოდა.

ცნობილია, რომ "არსენალმა"
შვარცერის შეძენის რამდენიმე შეთავაზება გააკეთა, მაგრამ ვენგერის მიერ დასახელებულმა თანხამ მარკ ჰიუზი ვერ დააკმაყოფილა და "ფულემის" მთავარმა მწვრთნელმა გამოცდილი გოლკიპერის დატოვება გადაწყვიტა. ავსტრალიელი აღიარებს, რომ "ფულემის" შეფების სიჯიუტემ მას გული დაწყვიტა.

"აჯობებს, საერთოდ გავჩუმდე, თორემ თუ პირი დავაღე, შეიძლება უპატიებელი რამ წამომცდეს", - თქვა მარკ შვარცერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული