ახალი კონტრაქტი ანდერს ლინდეგორს

AutoSharing Option
"სანის" ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მეკარე ანდერს ლინდეგორს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. 27 წლის დანიელი "ეშმაკების" რიგებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

კლუბი მას კვირაში 25 ათას ფუნტს უხდის. ინგლისის ჩემპიონები მზად არიან მას ანაზღაურება 15 ათასით გაუზარდონ. შეგახსენებთ, რომ ლინდეგორში "იუნაიტედმა" 2010 წელს "ოსასუნადან" 3,5 მილიონ ფუნტად გადაიბირა.

კოული შეიძლება წავიდეს
"ჩელსის" მარცხენა მცველი ეშლი კოული შეიძლება სეზონის დასრულების შემდეგ "სტემფორდ ბრიჯიდან" წავიდეს. "გარდიანის" ცნობით, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელსა და ანდრე ვილაშ ბოაშს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა და ის, რომ ეშლი მოედანზე მაინც
ჩნდება, რომან აბრამოვიჩის დამსახურებაა.

სიტუაციაში, როცა რუსი ოლიგარქი პორტუგალიელ მწვრთნელზე უარის თქმას არ აპირებს, 31 წლის ფეხბურთელს წასვლის გარდა სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ რჩება. სად შეიძლება განაგრძოს კოულმა კარიერა, ბუნებრივია, უცნობია, მაგრამ უგუნდოდ რომ არ დარჩება, ალბათ ეჭვი არავის ეპარება.

არშავინი მშობლიურ კლუბში
როგორც რუსულმა პრესამ კვირა საღამოს დაწერა, "ზენიტმა" "არსენალთან" შეთანხმებას მიაღწია ანდრე არშავინთან დაკავშირებით. 30 წლის რუსი თავდამსხმელი მშობლიურ კლუბში მინიმუმ მაისის ბოლომდე დარჩება და რაც მთავარია, კლუბი მას ერთ თამაშში 100 ათას ევროს გადაუხდის.

რაკი ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაში "მეთოფეთა" რიგებში უკვე ნათამაშები აქვს, მას მხოლოდ რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება მიეცემა. რუსული პრემიერლიგის დასრულებამდე კი 12 ტური დარჩა. შესაბამისად, არშავინი 3 თვეში 1,2 მილიონ ევროს მიიღებს. "ზენიტთან" ხელშეკრულებას ხელი უკვე მოვაწერე და ისიც გავარკვიე, რომ 29-ე ნომრით ასპარეზობა მომიწევს. გეტყვით, რომ მხარეთა შორის შეთანხმება იოლად გაფორმდა," - აცხადებს არშავინი.

აქვე გეტყვით, რომ თუკი "ზენიტი" ფეხბურთელთან სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმებას მოისურვებს, 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

მამადუ დიარა ფულჰემში
"ლიონისა" და "რეალისა" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა მამადუ დიარამ შარშან აგვისტოში "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და მას შემდეგ უთამაშებელი იყო.

თავისუფალი აგენტის სტატუსი მასთან ხელშეკრულების გაფორმებისა და განაცხადში შეყვანის უფლებას ნებისმიერ დროს იძლევა. სწორედ ასე მოიქცა "ფულჰემი", ვინც 30 წლის ფეხბურთელს თანამშრომლობა სეზონის ბოლომდე შესთავაზა. თუკი მხარეები მოისურვებენ, ხელშეკრულება უკვე შეთანხმებული პირობებით კიდევ ერთი წლით გაგრძელდება. ბრიტანეთის საემიგრაციო სამსახური დიარას სამუშაო ვიზას უახლოეს დღეებში მისცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული