კარლოს ტევესმა ითამაშა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა სამშაბათს "პრესტონის" წინააღმდეგ პირველი ამხანაგური თამაში ჩაატარა "ქალაქელთა" რეზერვისტების შემადგენლობაში.

მატჩი სპეციალურად 29 წლის არგენტინელის გამოსაცდელად დაინიშნა. ის ორშაბათს უნდა გამართულიყო, მაგრამ მოედანი სათამაშოდ უვარგისი იყო და გადადების მიზეზიც ეს გახდა.

"სიტიმ" მეტოქეს კერინგტონში საკუთარ ბაზაზე შესთავაზა დაპირისპირება, რაზეც "პრესტონმა" თანხმობა თქვა. "მანჩესტერ ივნინგ სტანდარტის" ცნობით, თამაშს "სიტის" სპორტული დირექტორი ბრაიან მერვუდი და მისი ასისტენტი პატრიკ ვიეირა დაესწრნენ.

სამწვრთნელო შტაბის წევრების თქმით, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ხანი არ ჰქონდა ფეხბურთელს გუნდური სავარჯიშო პრაქტიკა, კარლოსის მდგომარეობა
დამაკმაყოფილებლად შეიძლება შეფასდეს. პრემიერლიგაში მისი დაბრუნება (იგულისხმება, რომ ის განაცხადში მოხვდება) 10 მარტს, "სუონსისთან" გასვლითი მატჩისთვის იგეგმება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული