"ეტიჰადზე" მატჩის მოგება კი მის გუნდს ჩემპიონობისკენ გზაზე მწვანეს აუნთებს. მანჩესტერული დერბის ჟურნალისტები უკვე წინასწარ უწოდებენ ოქროს მედლებისთვის რბოლაში გადამწყვეტ დაპირისპირებას.
მსგავსი წინასწარმეტყველება შეიძლება ცოტა სარისკოც კია, თუმცა ეჭვი აღარავის ეპარება, რომ "არსენალთან" 5:2-ის წაგების შემდეგ "ტოტენჰემი" ოქროსთვის ბრძოლას უკვე საბოლოოდ ჩამოშორდა. რაც შეეხებათ მე-4-5 ადგილოსნებს - "არსენალსა" და "ჩელსის", ლონდონური გრანდების ჩამორჩენა იმდენად სოლუდურია (15-15 ქულა), რომ მათ პრეტენზიებზე ლაპარაკი
4 მარტს, 27-ე ტურში უმნიშვნელოვანესი მატჩი შედგება "უაით ჰართ ლეინზე". "ტოტენჰემი" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. ფერგიუსონს ესმის, რომ "დეზებთან" წაფორხილება მის გუნდს სერიოზულ პრობლემებს უქადის. აი, რას ამბობს შოტლანდიელი: "ჩვენთვის "ტოტენჰემთან" შეხვედრის გადაფასება უბრალოდ შეუძლებელია. თუკი ლონდონში გადავრჩებით, პრემიერლიგის მოგების მშვენიერ შანსებს შევინარჩუნებთ.
მართალია, "ეტიჰად სთედიუმს" მირჩევნია "სიტისთან" თანაბარი ქულებით ვესტუმროთ, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, თანახმა ვიქნები, თუკი ამჟამინდელ ჩამორჩენას მაინც შევინარჩუნებთ. თუკი ასე მოხდა, გამარჯვების შემთხვევაში ცხრილს სათავეში ჩავუდგებით. დადებითი მომენტია, რაკი ამჟამად შემადგენლობის როტაციის მეტი შესაძლებლობა მაქვს, ვიდრე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. კრის სმოლინგსა და ფილ ჯონსს დასვენების საშუალება მივეცით და ამან გაამართლა. ისინი პატარა ბიჭები არიან და დაზიანებები მიჯრით რამდენჯერმე მიიღეს.
ბრძოლაში ისინი აქამდე რომ ჩაგვერთო, ტრავმებს გაიმიზეზებდნენ და რეაბილიტაციის პერიოდი გაუგრძელდებოდათ. ახლა კი ორივე დასვებულია. მათ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი სიტყვის თქმა შეეძლებათ. ამას გარდა, მალე უეინ რუნიც დაგვიბრუნდება. ის ჩვენთან უკვე ლამის მერვე წელია თამაშობს. მან პრემიერლიგა რამდენჯერმე მოიგო და რა უნდა გააკეთოს გუნდისთვის გადამწყვეტ ეტაპზე, კარგად იცის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"