რაიან ბაბელი: არ მესმის, რატომ არ გახდა ინგლისის ნაკრების კაპიტანი სტივენ ჯერარდი

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილი ნახევარმცველი რაიან ბაბელი გაკვირვებულია ინგლისის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, რომელმაც ეროვნული გუნდის ახალ კაპიტნად ლონდონის "ტოტენჰემის" ფეხბურთელი სკოტ პარკერი დანიშნა.

"არ მესმის, რატომ არ გახდა კაპიტანი სტივენ ჯერარდი. ეს საკითხი ვინ გადაწყვიტა, ფეხბურთის ასოციაციამ?

პარკერს პატივს ვცემ, როგორც ფეხბურთელსა და ნახევარმცველს. მაგრამ ჯერარდი ბრწყინვალე კაპიტანი და პიროვნებაა, რომელსაც შეუძლია გუნდს გამარჯვებისკენ წაუძღვეს", - თქვა ბაბელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული