დარენ ფლეტჩერი: ინფექციასთან ბრძოლაში ყველა მეთოდს ვიყენებ - დიეტიდან ჰიპნოზამდე

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი დარენ ფლეტჩერი, რომელიც ქრონიკული ნაწლავური ინფექციის გამო ფეხბურთს განუსაზღვრელი ვადით ჩამოშორდა, იმედოვნებს, რომ მოედანს მომავალი სეზონის დასაწყისში დაუბრუნდება.

"ეს მდგომარეობა კვირიდან კვირამდე, გამოჯანმრთელების ზუსტი ვადის ცოდნის გარეშე გრძელდება. იმედი მაქვს, რომ მოედანზე დაბრუნებას მომავალი სეზონის დასაწყისში შევძლებ.

ჯერ-ჯერობით ოპტიმიზმს ვინარჩუნებ. კარგი იქნება, თუ დანიშნული ვადა სიმართლე გამოდგება. ამჟამად ყველა არსებულ მეთოდს ვიყენებ - დიეტიდან ჰიპნოზამდე", - თქვა ფლეტჩერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული