დიდიე დროგბას ახალი კონტრაქტი

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ინფორმაციით, "ჩელსის" 33 წლის თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ გადაიფიქრა "სტემფორდ ბრიჯის" დატოვება და მზადაა, კლუბის მიერ შეთავაზებული ახალი 2-წლიანი კონტრაქტის პირობები განიხილოს.

მოქმედი ხელშეკრულება 2012 წლის 30 ივნისს იწურება. წყაროს ცნობით, ივუარელი კლუბისგან ყოველგვარი გადასახადების გასტუმრების შემდეგ 6 მილიონიან ანაზღაურებას ითხოვდა. "ჩელსიმ" ამაზე უარი თქვა. დიდიემ და მისმა აგენტმა უკან დაიხიეს და ახლა კლუბისგან ელიან შემხვედრ წინადადებას.

"ჩელსის" გარდა დროგბასთან თანამშრომლობით სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულები. იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება, მას არაბული ქვეყნებიდან განსაკუთრებულად მომხიბვლელ წინადადებებს სთავაზობენ.
დროგბას დიდი ხანია სთავაზობს ხელშეკრულებას ნიკოლა ანელკას კლუბი "შანხაი შენხუა". უკანასკნელი ფეხბურთელს წელიწადში 10 მილიონი ფუნტს ჰპირდება.

მორიგი ფრანგი არსენალში
გუშინ ჩვენი გაზეთი "ბილდზე" დაყრდნობით უკვე წერდა, რომ "არსენალმა" გერმანიის ნაკრების 26 წლის თავდამსხმელ ლუკას პოდოლსკისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ბუნებრივია, "მეთოფეთათვის" ამ ტრანსფერის განხორციელება დიდი წარმატება იქნება, მაგრამ "არსენალს" ახალი სისხლი მხოლოდ წინახაზში კი არა სხვა პოზიციებზეც სჭირდება. თუნდაც ნახევარდაცვაში.

"დეილი მეილის" ცნობით, ამ მიზნით, ჩრდილოლონდონელებს "ბლექბერნიდან" 23 წლის საყრდენი ნახევარმცველის სტივენ ნზონზის გადაბირება აქვთ დაგეგმილი. "ვარდებთან" ფრანგის ხელშეკრულება 2015 წლის ივნისამდეა ძალაში, ასე რომ, "არსენალს" სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს. სტივენს "ემირიტსზე" გადასვლა და იქ წარმატებული თამაში ალბათ საფრანგეთის ნაკრებისკენაც გაუხსნის გზას.

არამხოლოდ კინის წინააღმდეგ
"ბლექბერნის" ერთგული გულშემატკივრები შეშფოთებულები არიან "ივუდ პარკის" ბინადართა შედეგებით და რაკი კლუბის ხელმძღვანელობა ჯიუტად უცხადებს ნდობას სტივ კინს, მზად არიან, მათ წინააღმდეგაც წამოიწყონ საპროტესტო კამპანია. გულშემატკივრები "ფეისბუქისა" და "ტვიტერის" გვერდებზე კლუბის ისტორიაში უპრეცედენტო საპროტესტო აქციის გამართვით იმუქრებიან.

მათი მოთხოვნები საკმაოდ მარტივია: 1. სტივ კინის გათავისუფლება 2. მმართველი კომპანია "ვენკისის" (ინდოეთი) მიერ კლუბის გაყიდვა. "აშკარაა, რომ სხვა გზა უბრალოდ აღარ დაგვრჩა. მყიდველი თავად უნდა მოვნახოთ," - წერია ფანების წერილში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული