არადა, მას შესანიშნავი შანსი ჰქონდა ეროვნულ გუნდში დებიუტი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებთან ჰქონოდა. ნაკრებში გამოძახების ტრავმა მან უკვე მეორედ მიიღო.
ახალგაზრდა შუახაზელის პრობლემები არახალია. 4-თვიანი პაუზის შემდეგ მან "აიაქსამდე" ორადორი მატჩის გამართვა მოასწრო და ახალმა ტრავმამ "ეშმაკების" ბანაკში ყველაზე დიდი შეშფოთება სწორედ ამიტომ გამოიწვია. თუმცა სასიხ
კლევერლი იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ სირბილის უფლებას მისცემდნენ, ტრენაჟორების დარბაზში იტვირთებოდა. სერ ალექს ფერგიუსონის განცხადებით, მას ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, 4 მარტს შეიყვანს თუ არა მას "ტოტენჰემთან" 27-ე ტურის განაცხადში.
ახლა კი ორიოდე სიტყვით "იუნაიტედის" კიდევ ფეხბურთელზე ვთქვათ, ვინც გუნდს უკვე დიდი ხანია აკლია. ლაპარაკია დარენ ფლეტჩერზე. 28 წლის შოტლანდიელმა მიმდინარე სეზონში სულ 8 თამაში გამართა. ბოლოს ეს 19 ნოემბერს "სუონსისთან" მე-12 ტურის შეხვედრაში მოხდა.
მას მერე ფეხბურთელს კუჭნაწლავის პრობლემები დაეწყო. მცირე შესვენების შემდეგ ფლეტჩერი დაბრუნდა, იფიქრეს რა, რომ სერიოზული არაფერი უნდა ყოფილიყო. დარენი 14 ტურშიც მოხვდა მატჩის განაცხადში "ასტონ ვილასთან". სიტუაცია დამძიმდა. საბოლოოდ ექიმებმა მას განუცხადეს, რომ თუკი ოდესმე კიდევ სურდა ფეხბურთის თამაში, მკურნალობის ხანგრძლივი კურსი უნდა გაევლო და ფიზიკურ დატვირთვებზე უარი უნდა ეთქვა.
ფერგიუსონის ინიციატივით, ფლეტჩერი საერთოდ უსაქმოდ რომ არ დარჩენილიყო, ის "იუნაიტედის" რეზერვისტთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა. დარენმა ორიოდე დღის წინ სპეციალური პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც განაცხადა: "თავს თითქმის უკვე კარგად ვგრძნობ, თუმცა წამლების მიღებას კვლავ ვაგრძელებ და ექიმებთან კონსულტაციასაც ხშირად გავდივარ.
ჩემი დაავადება არატიპურია და მისი ლოკალიზება 1-2 დღეში არ ხდება. სწორედ ამიტომ ვერ გეტყვით როდის მომეცემა ვარჯიშების განახლების უფლება. ჩემი მიზანია, მომდევნო სეზონისთვის მაინც მოვახერხო დაბრუნება და თუკი ამას შევძლებ, შესანიშნავი იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"