ემანუელ ადებაიორი იმედიანადაა

AutoSharing Option
"არსენალთან" "ტოტენჰემის" განადგურება ყველაზე მტკივნეული "დეზების" ტოგოელი თავდამსხმელის ემანუელ ადებაიორისთვის აღმოჩნდა და რატომ, დიდი განმარტება არც სჭირდება.

"მეთოფეთა" ყოფილი ფეხბურთელისა და ამ გუნდის გულშემატკივრების დაძაბული ურთიერთობის შესახებ ალბათ ყველას მოეხსენება. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელი თანაგუნდელებს მოუწოდებს, არ დაკარგონ სიფხიზლე, საკუთარი ძალების რწმენა და პრემიერლიგის დაკვნითი ნაწილი ძველებურად მაღალ დონეზე ჩაატარონ.

"ტოტენჰემს" უქმეებზე მორიგი რთული დაპირისპირება ელის "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ. კიდევ ერთი წაფორხილება და სხვაობა "ჩელსისთან" და იმავე "არსენალთან" უკვე 4 ქულამდე შეიძლება შემცირდეს.

აი, რა თქვა ფეხბურთელმა "ტოტენჰემის" საკლუბო არხთან ინტერვიუში:
"თუკი ჯერ კიდევ გვაქვს ამბიცია, რომ პრემიერლიგაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ, მაშინ "იუნაიტედთან" აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მართალია, "არსენალთან" უმძიმესი მარცხვი ვიწვნიეთ, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც წინ უნდა ვიაროთ და საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინოთ.

მას შემდეგ, რაც "არსენალს" პენალტი გავუტანე, მომეჩვენა, რომ თამაშში გარდატეხა უკვე შეტანილი გვქონდა, მაგრამ ხომ ნახეთ, "არსენალმა" ძალები მოიკრიბა და დიდებულად ათამაშდა, რასაც ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს გულითადად ვულოცავ. წავაგეთ, თუმცა სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. ამიერიდან დარჩენილ შეხვედრებზე კონცენტრირებაა საჭირო.

"იუნაიტედთან" მატჩზე დიდი გამოცდა ჩვენთვის ამ ეტაპზე წარმოუდგენელიც კი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მხოლოდ თავდადება და ჩვენი შესაძლებლობების დემონსტრირება გვჭირდება, რათა ძველ კალაპოტს, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული