"მანჩესტერ სიტი" და დავიდ სილვა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარდაცვის ლიდერის დავიდ სილვას მიმართ ცხოველ ინტერესს ავლენს მადრიდის "რეალი" და ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან ინგლისში გადაბარგების შემდეგ 26 წლის ფეხბურთელმა თამაშს მოუმატა და ამჟამად ის სამართლიანად მიიჩნევა ბებერი კონტინენტის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.

მის ანგარიშზე პრემიერლიგაში 5 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა. ლოგიკურია ისიც, რომ "ქალაქელებს" აშინებთ სამეფო კლუბის მადა და თავის დაზღვევის მიზნით ფეხბურთელთან ხელშეკრულების ვადის გაგრძელება სურთ. ამ მიზნით ისინი მოლაპარაკებების წამოწყებას მარტის ბოლოს გეგმავენ.

იქამდე კი ცნობილი ხდება, რომ "მანჩესტერ სიტი" მზად არის თავის ლიდერს
კვირეული ანაზღაურება კვირაში 60 ათასი ფუნტით გაუზარდოს. მოქმედი კონტრაქტით, რომელიც 2014 წლამდეა ძალაში, დავიდი 140 ათასს იღებს. კვირაში 200 ათასიანი (და მეტი) ხელფასი "სიტიში" 3 ფეხბურთელს აქვს - იაია ტურეს, სერხიო აგუეროსა და კარლოს ტევესს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული