პეტერ შმაიხელი: ჰარი რედნაპი უნდა დარჩეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და დანიის ნაკრების ლეგენდარული მეკარე, 48 წლის პეტერ შმაიხელი ფიქრობს, რომ "დეზების" მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი აუცილებლად უნდა დარჩეს "უაით ჰართ ლეინზე".

აი, რას ამბობს ის: "რედნაპის ადგილას მე ინგლისის ნაკრებში წასვლაზე არც დავფიქრდებოდი. გადავხედავდი ბოლო წლებს და გავიაზრებდი, თუ რას მივაღწიე "ტოტენჰემთან" ერთად, შემდეგ კი საკუთარ თავს დავუსვამდი მარტივ შეკითხვას: "რატომ უნდა მივატოვო კლუბი მას მერე, რაც ამდენ რამეს შევწვდი"? ჰარი ლეგენდარული მწვრთნელია.

ის წარმატებას ისეთ კლუბებშიც აღწევდა, სადაც ნორმალური ბიუჯეტიც კი არ ჰქონდა. ახლა კი მას
დიდი პოტენციალის მქონე გუნდი აბარია. ღირს კი ამ პერსპექტივის გაცვლა ნაკერბისთვის. ვფიქრობ, რომ არა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული