მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ტურში “ჩელსიმ” “ბოლტონს” იოლად სძლია, “ლურჯების” ბანაკში სიტუაცია მაინც კრიტიკულია. უკვე ბევრი საფეხბურთო ექსპერტი წერს, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელს არ ჰყოფნის არც გამოცდილება და არც ავტორიტეტი, რათა კრიზისში ჩაფლულ გუნდს უწამლოს.
კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი კი ჯერ კიდევ ყოყმანობს, გადადგას თუ არა კიდევ ერთი რადიკალური ნაბიჯი და გაუშვას თუ არა გუნდიდან სპეციალისტი, რომელსაც რამდენიმე ავტორიტეტულ ფეხბურთელთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. მით უფრო, ისეთ ფიგურასთან, როგორიც ფრენკ
ახლახან თქვა მწვრთნელმა შეგირდზე, ფრენკს ყველაფერში რატომ უნდა ვუგებდე, ჩემი ცოლი კი არ არისო.
“ჩელსის” ვიცე-კაპიტანი კარიერის განმავლობაში არასოდეს ყოფილა შემჩნეული მწვრთნელებისადმი დაუმორჩილებლობაში და რაკი ვილაშ ბოაშმა მას კრიტიკული სიტყვები პრესის გასაგონადაც ათქმევინა, ესე იგი, სიტუაცია მართლა განსაკუთრებულია.
ზემოთ რაფა ბენიტესი ვახსენეთ და შეუძლებელია არ გავიხსენოთ, რომ სწორედ მის ხელში თამაშობდა ფერნანდო ტორესი საუკეთესო ფეხბურთს. იქნება და სწორედ ძველი “ელ ნინიოს” დაბრუნება გახდეს “ჩელსის” მრავალი პრობლემის გასაღები. ვინ იცის...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"