ინგლისის ნაკრები: ჟოზე მოურინიო ან ხოსეპ გვარდიოლა

AutoSharing Option
ჯერ კიდევ 1 მარტს საღამოს საფეხბურთო ასოციაციის განვითარების მენეჯერმა ტრევორ ბრუგინკმა განაცხადა, რომ მის ორგანიზაციას ნაკრების მთავარი მწვრთნელის დანიშვნა საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგღა აქვს დაგეგმილი.

"დარწმუნებული ვარ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე ღირსეული კანდიდატის დანიშვნა ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მაინც მოესწრება.

ვაღიარებ, რომ ამ იდეას ასოციაციის ყველა პასუხისმგებელი პირი არ ეთანხმება, მაგრამ როგორც ნაკრებისთვის უკეთესი იქნება, ყველაფერი ისე გადაწყდება. ვფიქრობთ, რომ აჩქარება კარგს არაფერს მოგვიტანს," - განუცხადა ბრუგინკმა "ინდეპენდენტს".

აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ადამიანი იყო 2006 წელს "ლომების" თავკაცად სტივ მაკლარენის
დანიშვნის ინიციატორი. ბრუგინკის სიტყვებს ადასტურებს ასოციაციის გენერალური მდივანი ალექს ჰორნიც. ეს, ერთი მხრივ, ლოგიკურია, რადგან თუკი ისინი ამ პოსტზე ჰარი რედნაპს მოიაზრებენ, ასეც და ისეც მოუწევთ ამის გაკეთება. მაისის შუა რიცხვებამდე (სეზონი პრემიერლიგაში 13 მაისს მთავრდება) რედნაპი "ტოტენჰემიდან" წამსვლელი რომ არ არის, ცხადზე ცხადია.

რედნაპი რედნაპად და "გარდიანმა" 2 მარტს სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის კანდიდატებად ჟოზე მოურინიო და ხოსეპ გვარდიოლაც განიხილებიანო. შეგახსენებთ, რომ პირველმა ორიოდე დღის წინ ლონდონში დიდი სახლი შეიძინა და უარყო ინფორმაცია, რომ "ჩელსიში" დაბრუნებას გეგმავდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული