ლონდონის "ჩელსიმ" ანდრე ვილაშ-ბოაში გაათავისუფლა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში თანამდებობიდან გაათავისუფლა. პორტუგალიელი სპეციალისტის გაშვების მიზეზი ჩემპიონატში გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა.

"ლურჯები" 27 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფებიან და შესაძლოა, შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ვერ ითამაშონ.

მიმდინარე სეზონის ბოლომდე ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის მოვალეობას რობერტო დი მატეო შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ უკვე ვაკანტურ ადგილზე დანიშვნის კანდიდატებად რაფაელ ბენიტესს და "ბარსელონას" თავკაც ხოსეპ გვარდიოლას ასახელებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული