ინგლისი. პრემიერლიგა. XXVII ტური: ანდრე ვილაშ-ბოაში გაუშვეს

AutoSharing Option
ვიდეო
გვიან შემართული თოფი
3 მარტს სამმა მატჩმა მიიპყრო სხვებზე მეტი ყურადღება. პირველ რიგში, "ენფილდზე" "ლივერპულისა" და "არსენალის" დაპირისპირებას ვგულისხმობთ. ამას გარდა, მნიშვნელოვანი იყო "მანჩესტერ სიტის" მორიგი იოლი 3 ქულა და "ჩელსის" წაგება. მერსისაიდელებს სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდათ.

ტრავმების გამო განაცხადს მიღმა დარჩნენ სტივ ჯერარდი, დანიელ აგერი და გლენ ჯონსონი. "მეფე კენიმ" მათ ნაცვლად ძირითადში ჯეი სპირინგი, მარტინ კელი და ჯეიმი კარაგერი დააყენა. არსენ ვენგერი კი ექსპერიმენტებს მოერიდა
და ზუსტად ის შემადგენლობა გამოიყვანა, რომელმაც "ტოტენჰემი" გააცამტვერა.

ლონდონელები თავიდანვე მშვიდად იცავდნენ თავს და კონტრშეტევებზე ცდილობდნენ პეპე რეინას კარამდე მიღწევას. პირველი მომენტი მე-8 წუთზე შეიქმნა, როცა მარჯვენა ფლანგიდან ტეო უოლკოტმა 50-მეტრიანი პასი დაუმუშავებლად დასცხო. ესპანელ მეკარეს დიდი ჯაფა დაადგა.

ორიოდე წუთში უკვე ვოიცეხ შჩესნის დრო დადგა. პოლონელი დაცვის უეცარმა ჩავარდნამ არ დააბნია, საჯარიმოს გარეთ გამოვიდა და თავით ორჯერ ითამაშა. ჯერ ლუის სუარესს არ დაანება დარტყმა, მერე სტიუარტ დაუნინგს აუღო მოუხელთებელი დარტყმა. მე-18 წუთზე არბიტრი მარკ ჰალსი შეცდა, როცა შჩესნისა და ლუის სუარესისთვის ბრძოლის შემდეგ პენალტი დანიშნა. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ურუგვაელმა მეკარესთან კონტაქტი ფანტასტიკურად გააფორმა და ჰალსის შეცდომა მხოლოდ გამეორებების წყალობით გახდა თვალშისაცემი. პენალტი დირკ კუიტმა დაარტყა. მეკარემ ჰოლანდიელს ჯერ 11-მეტრიანი აუღო, შემდეგ კი დამატებაზეც აჯობა.

ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა. ჯონათან ჰენდერსონის ჩაწოდებისას ლორან კოშელნიმ მოგერიების ნაცვლად საკუთარ მეკარეს გაუტანა - 1:0. შჩესნი ამას არ ელოდა და ბურთს თვალიღა გააყოლა. ორ წუთში ჯერ ჰენდერსონს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, შემდეგ სუარესს. პირველს მეკარემ აჯობა, მეორემ ძელს გაარტყა.

"მეთოფეები" თითქოს საბოლოოდ მიაჯაჭვეს საკუთარ ნახევარს... მაგრამ არა. 31-ე წუთზე მათ ელემენტარული კომბინაციის წყალობით შეძლეს გათანაბრება. ბაკარი სანიამ ბურთი ფლანგზე მარტომ მიიღო და საჯარიმოში ჩააწოდა. რობინ ვან პერსი იოლად დაუსხლტა კარაგერს და 4 მეტრიდან თავით გაიტანა - 1:1. ტაიმის ბოლომდე "არსენალი" კიდევ რამდენჯერმე გადარჩა.

მეორე ტაიმიც მაღალ ტემპში დაიწყო, თუმცა გუნდები მალევე დაწყნარდნენ. ერთადერთი უსიამოვნო მომენტი 53-ე წუთზე მოხდა, როცა ჰენდერსონისა და მიკელ არტეტას შეჯახებას ესპანელის დაშავება მოჰყვა. დიდი ალბათობით მას ტვინის შერყევას დაუდგენენ. მიკელი ჯერ კიდევ თამაშის დასრულებამდე გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში.

არტეტას ნაცვლად მოედანზე პირველად სეზონში აბუ დიაბი გამოჩნდა, თუმცა 25 წლის ფრანგი მალევე დაიმტვრა. რამდენად სერიოზულად, ჯერ ვერ გეტყვით. თამაში თითქოს ლოგიკური შედეგისკენ მიდიოდა, მაგრამ... "არსენალმა" მეტოქეს შამათი ისევ უმარტივესი კომბინაციის წყალობით ჩაუსვა. ალექს სონგმა რბილი პასის შემდეგ ვან პერსიმ ჯადოსნური მარცხენათი რეინას ახლო კუთხეში დაურტყა - 1:2.

რიგითი მატჩი
"ეტიჰადის" შეხვედრას ინგლისელმა ჟურნალისტებმა საკონტროლო უწოდეს. ისინი მართლები არიან. "ქალაქელებმა" მეტოქეს ისე აჯობეს, რომ სრულად მობილიზება არც დასჭირვებიათ. რობერტო მანჩინიმ ორ ლიდერს მისცა დასვენების საშუალება - სერხიო აგუეროსა და დავიდ სილვას.

ვერ ვიტყვით, რომ "ბოლტონს" გატანის შანსი არ ჰქონია, თუმცა საბოლოო ანგარიში აბსოლუტურად ლოგიკურია. სადებიუტო 5 წუთში ანგარიში უკვე შეიძლებოდა გამანადგურებელი ყოფილიყო. სამირ ნასრის ორჯერ და მარიო ბალოტელის ანგარიშის გახსნა მართებდათ.

სტუმრები იმდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ, გოლის გაშვება მათთვის მხოლოდ დროის საკითხი იყო. ეს 24-ე წუთზე მოხდა. გაელ კლიშის სტანდარტული ჩაწოდება გრეიტარ სტეინსონმა საკუთარ კარში ჩაჭრა - 1:0.

მეორე ბურთამდე "ეტიჰადმა" კარგა ხანს იცადა. 69-ე წუთზე ადამ ჯონსონის პასს მარცხენა ფლანგიდან ბალოტელი გამოეხმაურა და ახლოდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

ვილაშ ბოაშის ბოლო დაცემა
"არისტოკრატებმა" პრემიერლიგის ისტორიაში პირველად წააგეს "ვესტ ბრომვიჩთან". მეტიც, წაგება კი არა, 1984 წლის 17 ნოემბრის შემდეგ "ლურჯებს" ამ გუნდთან ზედიზედ 15 (!) მოგება ჰქონდათ.

ბებერმა როი ჰოჯსონმა შეძლო ერთ დროს კრიზისში ჩაფლული გუნდის მოტივირება. ის ზედიზედ მესამე თამაშია, იგებს და მიჯრით მეორედ გვთავაზობს ტურის უმთავრეს მოულოდნელობას. წინა უქმეებზე მისმა ბიჭებმა "სანდერლენდი" გააკრეს მიწაზე (4:0).

პეტრ ჩეხი მთელი თამაშის განმავლობაში ფხიზლად იყო. როგორც სტატისტიკოსებმა დაითვალეს, მას 6-ჯერ მოუხდა საკუთარი გუნდის გადარჩენა. 82-ე წუთზე გუნდს მანაც ვერ უშველა. კუთხურის გათამაშებისას დაცვას "ჩაეძინა" და მაკაულიმ რიჯუელის დარტყმას სწორი მიმართულება მისცა - 1:0.

1335 მატჩი უაით ჰართ ლეინზე
კვირას, საღამოს, საკადრო პრობლემებით შეწუხებულმა "ტოტენჰემმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა. "დეზები" პრაქტიკულად მთელი თამაში ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას. დავიდ დე ხეასაც ხშირად აწუხებდნენ, თუმცა "ეშმაკების" მეკარე და დაცვა იმდენად კარგად ირჯებოდნენ, რომ მათ რეალური შანსიც კი არ ჰქონიათ. ტაიმის მიწურულს კი რუნიმ აქეთ გაიტანა.

მეორე ტაიმში "იუნაიტედმა" პატარა მასტერკლასი ჩაატარა: ორ კონტრშეტევას ეშლი იანგის დუბლი მოჰყვა. ნახევარმცველის ორივე გოლი ძალზე ეფექტური აღმოჩნდა. პრესტიჟის გოლი შეცვლაზე შესულმა ჯერმეინ დეფომ შეაგდო.

ჰო, მართლა, ალექს ფერგიუსონისა და ჰარი რედნაპისთვის ჯამში ეს 1335-ე თამაში იყო პრემიერლიგაში. ორი ბუმბერაზი მწვრთნელის დაპირისპირებაში უფრო დიდმა იოლად იმარჯვა. "ტოტენჰემისთვის" ეს იყო 21-ე მოუგებელი მატჩი "იუნაიტედის" წინააღმდეგ. ბოლოს მსგავსი რამ 2001 წლის 19 მაისს მოხდა (3:1).

ინგლისი. პრემიერლიგა. XXVII ტური
ლივერპული-არსენალი 1:2 (იხილეთ ვიდეო)
ლივერპული (4-5-1): რეინა - ენრიკე, კარაგერი, შკრტელი, კელი - ჰენდერსონი, დაუნინგი (88. ბელამი), სპირინგი (90. კეროლი), ადამი, კუიტი - სუარესი
არსენალი (4-3-3): შჩესნი - სანია, ვერმალენი, კოშელნი, გიბსი - არტეტა (53. დიაბი - 81. ოქსლეიდ ჩემბერლენი), სონგი, როსიცკი - ბენაიუნი (74. ჟერვინიო), უოლკოტი, ვან პერსი
გოლები: 1:0 კოშელნი (23) ს.კ-ში, 1:1 ვან პერსი (31), 1:2 ვან პერსი (90)
მე-19 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა კუიტმა
გაფრთხილება: - ვერმალენი
კუთხური: 12-0, ჯარიმა: 10-10, თამაშგარე: 6:1 კარში დარტყმა: 12-10(4-7), ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 44 922
ბლექბერნი-ასტონ ვილა 1:1
ბლექბერნი (4-2-3-1): რობინსონი - მარტინ ოლსონი, ს. დანი, ორი, ჰენლი - ნზონზი, პეტროვიჩი (46. მარკუს ოლსონი) - ფორმიკა (46. დ. დანი), გამსტ-პედერსენი, ჰოილეტი - აიგბენი
ასტონ ვილა (4-2-3-1): გივენი - ჰატონი, უორნოკი, კოლინზი, კუელიარი - ჰერდი (75. გარდნერი), ს. პეტროვი - აირლანდი, ნზოგბია (75. ბენანი), ოლბრაიტონი (90. ვაიმანი) - აგბონლაჰორი
გოლები: 0:1 დანი (24) ს.კ-ში, 1:1 ნზოგბია (85)
გაფრთხილება: პედერსენი -
კუთხური: 4-8, ჯარიმა: 10-5, თამაშგარე: 1:2 კარში დარტყმა: 15-16(4-5), ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 20 717

მანჩესტერ სიტი-ბოლტონი 2:0
მანჩესტერ სიტი (4-1-4-1): ჰარტი - კომპანი, საბალეტა (19. კ. ტურე), კლიში, ლესკოტი - ბერი - დ. პისარო (62. ჯეკო), ა. ჯონსონი, ნასრი (84. მილნერი), ი. ტურე - ბალოტელი
ბოლტონი (4-5-1): ბოგდანი - სტეინსონი, ნაიტი, რიკეტსი, უიტერი - რიმი, მ. დევისი, რეო-კოკერი, პრეტლი (87. მუამბა), მიაიჩი, ნგოგი
გოლები: 1:0 სტეინსონი (24) ს.კ-ში, 2:0 ბალოტელი (69)
გაფრთხილება: არ ყოფილა
კუთხური: 7-4, ჯარიმა: 14-7, თამაშგარე: 2:0 კარში დარტყმა: 24-8(8-5), ბურთის ფლობა: 64%-36%
მაყურებელი: 47 219
ქუინზ პარკი-ევერტონი 1:1
ქუინზ პარკი (4-5-1): კენი - ჰილი, ტრაორე, ფერდინანდი, ონუოჰა - დერი, ბუჟაკი, ბარტონი, რაიტ-ფილიპსი, ტაარაბტი (80. მაკი) - ზამორა
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ჰიბერტი, ბეინსი, ჰეიტინგა, დისტენი - ნევილი, ფელაინი, დრენტე (63. ოსმანი), პიენაარი - სტრაკუალურსი (89. კოულმენი), ტ. კეჰილი (63. იელავიჩი)
გოლები: 0:1 დრენტე (52), 1:1 ზამორა (36)
გაფრთხილება: დერი - დრენტე, პიენაარი
კუთხური: 7-7, ჯარიმა: 18-16, თამაშგარე: 0:3 კარში დარტყმა: 22-9(5-2), ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 18 033

სტოკ სიტი-ნორვიჩი 1:0
სტოკ სიტი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილკინსონი (25. პენანტი), ჰუთი, შოუკროსი, შოტონი, უილსონი, უილანი, უაიტჰედი, ეზერინგტონი, კრაუჩი (70. ჯონსი), უოლტერსი (69. ჯერომი)
ნორვიჩი (4-2-3-1): რადი - მარტინი, უორდი, უითბრედი, ნაუტონი - ჰაუსონი (79. უილბრეჰემი), ჯონსონი (79. ფოქსი) - პიკლინგტონი (46. ჯექსონი), ბენეტი, სარმანი - ჰოლტი
გოლი: 1:0 ეზერინგტონი (72)
გაფრთხილება: - ჰაუსონი, ბენეტი
კუთხური: 8-2, ჯარიმა: 12-16, თამაშგარე: 4:0 კარში დარტყმა: 13-8(5-3), ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 27 483

ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 1:0
ვესტ ბრომვიჩი (4-3-3): ფოსტერი - ოლსონი, რიჯუელი, მაკაული, მორისონი - მულუმბუ, ენდრიუსი, რიდი (57. ტამაში) - ტომასი (64. ბრანტი), ოდემვინგე, ფორჩუნი (84. ლონგი)
ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი (84. მეირელეში), კოული, ლუიში, გ. კეჰილი - ესიენი (76. ტორესი), რამირესი, ლემპარდი - მატა, დროგბა, სტარიჯი (63. მალუდა)
გოლები: 1:0 მაკაული (82)
გაფრთხილება: რიჯუელი, ენდრიუსი, ბრანტი - კოული
კუთხური: 14-5, ჯარიმა: 9-10, თამაშგარე: 2:1 კარში დარტყმა: 25-13(7-2), ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 24 838
უიგანი-სუონსი 0:2
უიგანი (4-4-2): ალ-ჰაბსი - ალკარასი, კოლდუელი, ბოისი, ფიგეროა (68. როდალიეგა) - მაკარტი, გომესი, მაკარტური (46. მოზესი), ბოსეჟური - დი სანტო, სემონი (46. დიამე)
სუონსი (4-3-3): ვორმი - რანხელი, უილიამსი, კოლკერი, ტეილორი - ბრიტონი, ალენი, სიგურდსონი (63. ტეიტი), სინკლერი, დაიერი, გრემი (75. მური)
გოლები: 0:1 სიგურდსონი (45), 0:2 სიგურდსონი (54)
გაფრთხილება: გომესი, დიამე - რანხელი, უილიამსი
გაძევება: - დაიერი (61)
კუთხური: 9-3, ჯარიმა: 14-8, თამაშგარე: 1:2 კარში დარტყმა: 16-12(2-6), ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 19 001

ნიუკასლი-სანდერლენდი 1:1
ნიუკასლი (4-4-2): კრული - კოლოჩინი, უილიამსონი, სანტონი (46. ბენ არფა), სიმპსონი - რ. ტეილორი (88. ლიოვენკრანდსი), ტიოტე, კაბაი, ხონასი - ბა, სისე (72. ამეობი)
სანდერლენდი (4-4-1-1): მინიოლე - ოში, ტერნერი, ბერდსლი, რიჩარდსონი (85. ბრიჯი) - ლარსონი (73. კოლბეკი), ლ. კატერმოული, გარდნერი, მაკლინი - სესინიონი - ბენდტნერი (72. კემპბელი)
გოლები: 0:1 ბენდტნერი (24), 1:1 ამეობი (90)
82-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა ბამ
გაფრთხილება: კაბაი, სიმპსონი, ბა, უილიამსონი, ტიოტე - კატერმოული, მაკლინი, გარდნერი, კემპბელი
გაძევება: - სესინიონი (58), კატერმოლი (90)
კუთხური: 9-3, ჯარიმა: 14-8, თამაშგარე: 1:2 კარში დარტყმა: 16-12(2-6), ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 52 388

ფულჰემი-ვულვერჰემპტონი 5:0
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - ჰანგელანდი, სენდეროსი, რიისე, ჰიუზი - მერფი (69. დიარა), დემპსი, დაფი (80. ს. დევისი), დემბელე - პოგრებნიაკი (86. ფრეი), ს. ჯონსონი
ვულვერჰემპტონი (4-5-1) ჰენესი - ბერა, სტირმენი, ზუბარი, ფოლი (83. ჰანტი), უორდი - ჰენრი (19. მილიაში), ო’ჰარა, ჯერვისი, კაიტლი (61. ს. ფლეტჩერი) - დოილი
გოლები: 1:0 პოგრებნიაკი (36), 2:0 პოგრებნიაკი (44), 3:0 დემპსი (56), 4:0 პოგრებნიაკი (61), 5:0 დემპსი (83)
გაფრთხილება: ჰანგელანდი - ზუბარი, ბერა
კუთხური: 7-7, ჯარიმა: 7-10, თამაშგარე: 4:1 კარში დარტყმა: 27-13(12-1), ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 24 034

ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:3 (იხილეთ ვიდეო)
ტოტენჰემი (4-4-2): ფრიდელი - კაბული, ლინგი, უოლკერი, ასუ ეკოტო - ლენონი (85. როუზი), მოდრიჩი, ლივერმორი, სანდრო (80. კრანჩარი) - ადებაიორი, საა (80. დეფო)
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): დე ხეა - ევრა, ჯონსი, ფერდინანდი, ევანსი - კერიკი, ნანი (79. პარკი), იანგი, სქოულზი (61. გიგზი) - რუნი, უელბეკი
გოლები: 0:1 რუნი (45), 0:2 იანგი (60), 0:3 იანგი (69) 1:3 დეფო (87)
გაფრთხილება: სანდრო - ჯონსი, ევანსი
კუთხური: 7-3, ჯარიმა: 10-10, თამაშგარე: 1:0 კარში დარტყმა: 18-16(6-5), ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 36 034

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 27 21 3 3 69-19 66
2. იუნაიტედი 27 20 4 3 66-27 64
3. ტოტენჰემი 27 16 5 6 52-33 53
4. არსენალი 27 15 4 8 55-38 49
5. ჩელსი 27 13 7 7 47-32 46
6. ნიუკასლი 27 12 8 7 39-38 44
7. ლივერპული 26 10 9 7 30-25 39
8. ფულჰემი 27 9 9 9 37-36 36
9. სტოკ სიტი 27 10 6 11 27-38 36
10. ვესტ ბრომვიჩი 27 10 5 12 34-35 35
11. ნორვიჩი 27 9 8 10 38-44 35
12. სანდერლენდი 27 9 7 11 35-31 34
13. ევერტონი 26 9 7 10 27-28 34
14. სუონსი 27 8 9 10 30-34 33
15. ასტონ ვილა 27 6 12 9 30-35 30
16. ქუინზ პარკი 27 5 7 15 28-46 22
17. ბლექბერნი 27 5 7 15 38-60 22
18. ვულვზი 27 5 7 15 30-56 22
19. ბოლტონი 27 6 2 19 29-56 20
20. უიგანი 27 4 8 15 23-52 20

ბომბარდირები
25 - რობინ ვან პერსი (არსენალი), 18 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), 16-16 - დემბა ბა (ნიუკასლი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), 13-13 - ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი), იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი)

მომდევნო ტური
10 მარტი: ბოლტონი-ქუინზ პარკი, ასტონ ვილა-ფულჰემი, ჩელსი-სტოკ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ბრომვიჩი, სანდერლენდი-ლივერპული, სუონსი-მანჩესტერ სიტი, ვულჰერჰემპტონი-ბლექბერნი, ევერტონი-ტოტენჰემი
11 მარტი: ნორვიჩი-უიგანი
13 მარტი: არსენალი-ნიუკასლი

გამოტოვებული თამაში
14 მარტი: ლივერპული-ევერტონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული