27-ე ტურის შემდეგ რობერტო მანჩინის შეგირდები ცხრილში 2-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ.
"ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი ჩვენ გუნდებს შორის აპრილში გასამართი შეხვედრა იქნება. ძნელი სათქმელია, რა მოხდება ამ თამაშში.
არ გამოვრიცხავ, იქამდე დაუგეგმავი ქულები ორივე გუნდმა დაკარგოს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, მეტოქეზე ნაკლებად დავზარალდეთ.
ჩვენ გამოცდილი გუნდი გვყავს და არ ვნერვიულობთ. ეს "ტოტენჰემთან" მატჩმაც დაადასტურა", - აღნიშნა ფერგიუსონმა.