მეორე ნახევარში საქმეს ხელი მოვკიდეთ და თამაშს მოვუმატეთ. ამის გაკეთება პირველ ტაიმშიც ვცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა. წარუმატებელი მცდელობების შემდეგ კონცენტრაცია გავზარდეთ. გუნდურმა თამაშმა შედეგები გამოიღო. ეს კი მატჩში გადამწყვეტ ეტაპი გამოდგა. ჩვენმა მცველებმა უბრალოდ ფანტასტიკურად იმუშავეს.
"ტოტენჰემი" დიდი გუნდია და მისი შეუფასებლობა კარგს
გასახდელში მათ ალბათ ერთადერთი შეკითხვა აწუხებდათ, რანაირად მოვახერხეთ ასეთი თამაშის ფონზე გოლის გაშვებაო.
იანვრიდან მოყოლებული ყველა წამყვან გუნდთან გვქონდა შეხვედრა. ეს იყო ძალიან დაძაბული პერიოდი ჩემი გუნდისთვის. მიხარია, რომ გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ. თანაც უმეტესად კარგ ფეხბურთს ვთამაშობდით. სერიოზული ფაქტორია დავიდ დე ხეას სტაბილური თამაში.
"ტოტენჰემთან" მეორე ტაიმში მან გუნდი რამდენჯერმე იხსნა გოლისგან. დარჩენილ მატჩებში ჩემპიონობის მაძიებელმა გუნდებმა შეიძლება მოულოდნელად წაიფორხილონ. ჩვენ ისე უნდა მოვახერხოთ, რომ მეტოქეზე ნაკლები ქულა დავკარგოთ," – ამბობს ალექს ფერგიუსონი.
იღბალი ზურგშექცევით
"ტოტენჰემის" თავკაცს გული ყველაზე მეტად იმის გამო სწყდება, რომ მისი გუნდი თამაშის უმეტეს ნაწილს აკონტროლებდა, მაგრამ მაინც დამარცხდა.
განსაკუთრებით ეს პირველ ტაიმზე ითქმის. აი რა თქვა რედნაპმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე: "შესვენებაზე როცა მივდიოდი არც კი მჯეროდა, რომ 1:0-ს ვაგებდით. გულწრფელად რომ გითხრათ, გოლის გატანას მხოლოდ ჩვენ ვიმსახურებდით. აღნიშნული მატჩისთვის მთელი კვირა ვემზადებოდით.
სანდრომ და ლივერმორმა მოედნის ცენტრში დიდებულად ითამაშეს, მათ კერიკსა და სქოულზს ცენტრისთვის ბრძოლა მოუგეს. ასე რომ, მოედნის ცენტში რაიმეს შეცვლა საღ აზრს მოკლებული იყო. სხვებმაც იმდენად კარგად ითამაშეს, რომ მათგან მეტს უბრალოდ ვერ მოვითხოვდი. იცით, ხანდახან წარმატებისთვის იღბალი გჭირდება, რამაც დღეს ზურგი გვაქცია.
მეორე გოლი როცა გავუშვით, მერე მატჩის შემოტრიალება უკვე შეუძლებელი იყო. უპირველესად ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო. ადებაიორის არჩათვლილი გოლის მომენტში არბიტრმა ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ინტერპრეტაცია მრავალნაირად შეიძლებოდა. მარცხის მიუხედავად, ჩემი ბიჭების ძველებურად მჯერა. მინდა, რომ მესამე ადგილი დავიკავოთ და ცხრილში "არსენალზე" და "ჩელსიზე" მაღალი ადგილი დავიკავოთ. ამ მიზნის მიღწევა ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"