ფიფას გენერალური მდივანი: ბრიტანეთის ნაკრები ყველასია

AutoSharing Option
ფიფას გენერალური მდივნის ჟერომ ვალკეს განცხადებით, ლაპარაკი იმაზე, რომ შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთი ირლანდიის წარმომადგენელთა ბრიტანეთის ნაკრებში თამაში მათ საფეხბურთო სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნის, საფუძველს მოკლებულია.

მისი აზრით, სასურველი იქნება, თუკი სტიუარ პირსის გუნდი ოთხივე ქვეყნის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. "მიეცით უფლება ფეხბურთელებს თავად გააკეთონ არჩევანი, სურთ თუ არა ბრიტანეთის სახელით ოლიმპიადაზე თამაში. ძალიან ბევრისთვის ეს შეიძლება ნამდვილი ოცნება იყოს და მათ პოზიციას სხვებმა პატივი უნდა სცენ," - თქვა ვალკემ BBC-ის რადიოსთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთი ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციებმა
საკუთარ ფეხბურთელებს ოფიციალურად მოუწოდეს, უარი თქვან პირსის გუნდში თამაშზე, თუმცა მათ განცხადებებში ისიც იყო მითითებული, რომ იურიდიულად ისინი ამას მათ ვერ დაავალდებულებდნენ.

შოტლანდიის საფეხბურთო კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა სტიუარტ რიგანმა მხოლოდ ის დაამატა, რომ მსგავსი ნაბიჯით ფეხბურთელები გულშემატკივართა მხრიდან უარყოფით დამოკიდებულებას დაიმსახურებდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული