ფეხბურთელი "არისტოკრატთა" ღირსებას უკვე მეორე სეზონია იცავს. "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრა მისთვის პრემიერლიგაში 50-ე გახდა.
6 მარტს რამირესმა ლურჯებთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით, ბრაზილიელი ლონდონურ გუნდში 2017 წლამდე ითამაშებს.
"მიხარია, რომ ახალი კონტრაქტი გავაფორმე. "ჩელსიში" ყოფნით ბედნიერი ვარ და მინდა კლუბს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო", - თქვა რამირესმა.