ჟოზე მოურინიოს ულტიმატუმი "ჩელსის": 12 მილიონი და კრიშტიანო რონალდო!

AutoSharing Option
"დეილი ექსპრესის" ცნობით, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მზადაა, სეზონის ბოლოს დატოვოს "სანტიაგო ბერნაბეუ" და "ჩელსის" დაუბრუნდეს.

ოღონდ ამისთვის მას თავისი მოთხოვნები აქვს: რომან აბრამოვიჩისგან წელიწადში ის 12 მილიონ ფუნტსა და კრიშტიანო რონალდოს გადაბირებას ითხოვს.

ასეთ შემთხვევაში "განსაკუთრებული კაცი" მზად იქნება, "ჩელსიზე" მეორე ქორწინებას მოაწეროს ხელი. 12-მილიონიანი ანაზღაურება ძალიან ბევრია, თუმცა მაინც შეიძლება წარმოდგენა, რომ რუსი ოლიგარქი ამას დათანხმდება.

აი, რამდენად რეალურია, რომ "რეალი", მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბი, "ოქროს კვერცხისმდებელ ქათამს" გაყიდის, ამაზე მსჯელობა თქვენთვის მოგვინდვია.

"სტემფორდ ბრიჯზე" მუშაობას
კიდევ რამდენიმე მწვრთნელს უწინასწარმეტყველებენ. მათ შორისაა პეპ გვარდიოლა. თუმცა ესეც ზღაპრების სერიიდან გვგონია. თუ თავად კატალონიელმა სპეციალისტმა არ მოინდომა ძალიან, აბრამოვიჩს "ბარსასთან" მოლაპარაკება გაუჭირდება.

ყველაზე რეალური ვარიანტი, ჩვენი აზრით, მაინც რაფაელ ბენიტესია. უმთავრესი, რაც "ჩელსის" ბოსს მშვიდი ძილის საშუალებას არ აძლევს, ეს ევროპული ტიტულის არქონაა. ესპანელ მწვრთნელს კი ყველაზე დიდი წარმატებები სწორედ კონტინენტის მასშტაბით აქვს მოპოვებული.

დასახელდა ჰარი რედნაპის კანდიდატურაც, მაგრამ მან თავად განაცხადა, ამის შანსი არ არსებობსო. რედნაპი თუკი "ტოტენჰემიდან" წავა, მხოლოდ ინგლისის ნაკრებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული