1. ვან პერსის გაყიდვა თვითმკვლელობის ტოლფასია
თავისთავად
მიმდინარე სეზონში "არსენალის" ბრძოლისუნარიანობა და კონკურენტუნარიანობა "მორიგ მფრინავ ჰოლანდიელზეა" დამოკიდებული. ვან პერსი კი წელს იშვიათი გამონაკლისების გარდა სულ ფორმაშია. პრემიერლიგაში მან უკვე გაიტანა 25 გოლი, რაც "არსენალის" მიერ გატანილი ბურთების 45%-ზე ცოტა მეტია.
მის ანგარიშზე 5-ით ნაკლები ბურთია, ვიდრე მთელი "ლივერპულის". ვან პერსის უფრო მეტი ბურთი აქვს ვიდრე სუარესს, კეროლს, ტორესს, დროგბასა და სტარიჯს ერთად.
მოკლედ, ჰოლანდიელის წასვლას ვერავითარი ფულადი კომპენსაცია ვერ აანაზღაურებს. იმედგაცრუება ლონდონში გატარებული უტიტულო სეზონების გამო ვან პერსის თვალებში, რა თქმა უნდა, იკითხება. იმისთვის, რომ კლუბმა ის კიდევ რამდენიმე წლით დარჩენაზე დაიყოლიოს, მისთვის მომატებული ხელფასის გადახდა და გუნდის რეალურად გაძლიერების გეგმის წარდგენა მოუწევს. თუმცა ვერც ერთი და ვერც მეორე ამის გარანტია ვერ გახდება.
2. გულფი სიგურდსონი - ამომავალი ვარსკვლავი
ნახევარმცველი ინგლისში გერმანიიდან იანვარში გადავიდა და ნელ-ნელა შედის ფორმაში. ფეხბურთელი, ვისაც "ჰოფენჰაიმის" ძირითადში ადგილს არ ანდობდნენ, "სუონსის" ძალიან ადგება. ჯერჯერობით უელსულ კლუბში ის იჯარით თამაშობს.
ფეხბურთელს სტანდარტული მდგომარეობების ბრწყინვალე ოსტატად ახასიათებენ. სიგურდსონმა 21-ე ტურში "არსენალთან" სადებიუტო შეხვედრაშივე შეძლო საგოლე გადაცემის შესრულება. ბოლო მატჩში კი "უიგანთან" სულაც დუბლი შეასრულა. თუკი ისლანდიელი ასევე გააგრძელებს, სეზონის დასრულების შემდეგ ის ან "ჰოფენჰაიმში" დაბრუნდება, ანაც პრემიერლიგის რომელიმე უფრო ამბიციურ კლუბში ამოყოფს თავს.
ტურის ნაკრები:
მიხაელ ვორმი (ნიუკასლი) - გარეთ მაკაული (ვესტ ბრომვიჩი), სტივენ კოლკერი (სუონსი), ჯონი ჰეიტინგა (ევერტონი), ლაიამ რიჯუელი (ვესტ ბრომვიჩი) - ეშლი იანგი (მანჩესტერ იუნაიტედი), კლინტ დემპსი (ფულჰემი), გულფი სიგურდსონი (სუონსი), მეტიუ ეზერინგტონი (სტოკ სიტი) - პაველ პოგრებნიაკი (ფულჰემი), რობინ ვან პერსი (არსენალი)
სეზონის 5 საუკეთესო ფეხბურთელი EA სპორტს-ის მიხედვით:
1. რობინ ვან პერსი (არსენალი) - 629 ქულა
2. უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 596
3. ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი) - 543
4. დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი) - 514
5. გარეთ ბეილი (ტოტენჰემი) - 478
ზოგადი სტატისტიკა დღეისთვის:
269 მატჩი
202 მოგება
67 ფრე
138 მშრალად შენახული კარი
764 გოლი
3 944 ზუსტი დარტყმა კარში
3 042 აცილება
519 ფეხბურთელი
68 ეროვნების
15 ჰეთ თრიკი
853 ყვითელი ბარათი
49 წითელი ბარათი
9 233 928 ფანი სტადიონებზე
ტურის გმირი
რობინ ვან პერსი
"ენფილდზე" ორი გოლის გატანა და ლეგენდარულ სტადიონზე "ლივერპულის" დამარცხებას ყველა ვერ ახერხებს. მით უფრო, რომ ამ გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის ოთხეულისთვის მისი გუნდი აშკარა ფავორიტი გახდა.
ტურის მწვრთნელი
სერ ალექს ფერგიუსონი
წინა დღეს "მანჩესტერ სიტის" იოლი გამარჯვების შემდეგ "უაით ჰართ ლეინზე" მის გუნდს მძიმე დაპირისპირება ელოდა. შოტლანდიელმა მოახერხა და ჰარი რედნაპს ტაქტიკაში მწარე გაკვეთილი ჩაუტარა.
ლივერპული-არსენალი 1:2
საუკეთესო: რობინ ვან პერსი (არსენალი)
ბლექბერნი-ასტონ ვილა 1:1
საუკეთესო: იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი)
მანჩესტერ სიტი-ბოლტონი 2:0
საუკეთესო: დავიდ პისარო (მანჩესტერ სიტი)
ქუინზ პარკი-ევერტონი 1:1
საუკეთესო: ლეიტონ ბეინსი (ევერტონი)
სტოკ სიტი-ნორვიჩი 1:0
საუკეთესო: ჯონათან უოლტერსი (სტოკ სიტი)
ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 1:0
საუკეთესო: ხუან მატა (ჩელსი)
უიგანი-სუონსი 0:2
საუკეთესო: გულფი სიგურდსონი (სუონსი)
ნიუკასლი-სანდერლენდი 1:1
საუკეთესო: დემბა ბა (ნიუკასლი)
ფულჰემი-ვულვერჰემპტონი 5:0
საუკეთესო: პაველ პოგრებნიაკი (ფულჰემი)
ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:3
საუკეთესო: უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. სიტი 27 21 3 3 69-19 66
2. იუნაიტედი 27 20 4 3 66-27 64
3. ტოტენჰემი 27 16 5 6 52-33 53
4. არსენალი 27 15 4 8 55-38 49
5. ჩელსი 27 13 7 7 47-32 46
6. ნიუკასლი 27 12 8 7 39-39 44
7. ლივერპული 26 10 9 7 30-25 39
8. ფულჰემი 27 9 9 9 37-36 36
9. სტოკ სიტი 27 10 6 11 27-38 36
10. ვესტ ჰემი 27 10 5 12 34-35 35
11. ნორვიჩი 27 9 8 10 38-44 35
12. სანდერლენდი 27 9 7 11 35-31 34
13. ევერტონი 26 9 7 10 27-28 34
14. სუონსი 27 8 9 10 30-34 33
15. ასტონ ვილა 27 6 12 9 30-35 30
16. ქუინზ პარკი 27 5 7 15 28-46 22
17. ბლექბერნი 27 5 7 15 38-60 22
18. ვულვზი 27 5 7 15 30-56 22
19. ბოლტონი 27 6 2 19 29-56 20
20. უიგანი 27 4 8 15 23-52 20
ბომბარდირები: 25 - რობინ ვან პერსი (არსენალი); 18 - უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი); 16-16 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დემბა ბა (ნიუკასლი); 13-13 - იაკუბუ აიგბენი (ბლექბერნი), ედინ ჯეკო (მანჩესტერ სიტი); 12 -კლინტ დემპსი (ფულჰემი); 11-11 - ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი), მარიო ბალოტელი (მანჩესტერ სიტი).
ასისტენტები: 12 - დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი); 11 - ემანუელ ადებაიორი (ტოტენჰემი); 9-9 - ანტონიო ვალენსია (მანჩესტერ იუნაიტედი), ხუან მატა (ჩელსი); 8-8 - რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი), რობინ ვან პერსი (არსენალი), ლუიშ ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"