ლონდონის "ჩელსი" ხოსეპ გვარდიოლას წელიწადში 12 მილიონ ევროს ჰპირდება

AutoSharing Option
ესპანელი სპეციალისტი ხოსეპ გვარდიოლა კვლავ რჩება ლონდონის "ჩელსის" თავკაცის პოსტზე მთავარ პრეტენდენტად.

The Times-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს უკვე შეხვდა და ინგლისში გადაბარგების შესახებ ესაუბრა.

გამოცემის ცნობით, "ჩელსი" მზადაა გვარდიოლას წელიწადში 12 მილიონი ევრო გადაუხადოს.

გარდა ამისა, ლონდონელები "ბარსელონას" ყოფილი სპორტული დირექტორის, ჩიკი ბეგირისტაინის მიწვევასაც გეგმავენ, რომელსაც კლუბის საფეხბურთო საქმეების მოგვარება დაევალება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული