The Times-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს უკვე შეხვდა და ინგლისში გადაბარგების შესახებ ესაუბრა.
გამოცემის ცნობით, "ჩელსი" მზადაა გვარდიოლას წელიწადში 12 მილიონი ევრო გადაუხადოს.
გარდა ამისა, ლონდონელები "ბარსელონას" ყოფილი სპორტული დირექტორის, ჩიკი ბეგირისტაინის მიწვევასაც გეგმავენ, რომელსაც კლუბის საფეხბურთო საქმეების მოგვარება დაევალება.