ამის გამო გუნდიდან წასვლის ერთ-ერთ კანდიდატად მიიჩნევდნენ. თუმცა დადგა თებერვალი და ტომაში ერთიანად გარდაისახა. ის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე რობინ ვან პერსის კონკურენტადაც კი იქცა.
კლუბმა ვეტერანს მონდომება დაუფასა და 3-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზა. როსიცკის აგენტის პაველ პაშკას თქმით, მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს და ის მალე ხელმოწერით დაგვირგვინდება.
ნიუკასლის 4 მილიონი
“ნიუკასლმა” გულშემატკივარს 2010/11 წლების სეზონის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგები გააცნო. აღმოჩნდა,
ანდრე სანტოსი ბრუნდება
“არსენალის” 29 წლის მარცხენა მცველმა ანდრე სანტოსმა დაასრულა ინდივიდუალური მზადების პროგრამა და ორშაბათიდან უკვე სრული დატვირთვით ივარჯიშებს თანაგუნდელებთან ერთად. ფეხბურთელმა ტრავმა 6 დეკემბერს “ოლიმპიაკოსთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში მიიღო და მას მერე არ უთამაშია.
წითლების ბრაზილიური ინტერესი
“ტიბალფუტბოლის” ცნობით, ივნისში “ლივერპულმა” “ვასკო და გამადან” შეიძლება ბრაზილიის ნაკრების 23 წლის ცენტრალური მცველი დედე (ანდერსონ ვიტალ და სილვა) გადაიბიროს. თავად ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია უნდა სათამაშოდ ბებერ კონტინენტზე გადაბარგება. “ლივერპულის” გარდა ფეხბურთელის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედსაც” აქვს განზრახული.
დემპსი ფულჰემში რჩება
“ფულჰემი” 29 წლის ამერიკელ თავდამსხმელ კლინტ დემპსის ახალ, 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. ეს ბუნებრივიც არის, რადგან მიმდინარე სეზონში ფეხბურთელის ანგარიშზე ყველა ტურნირზე ერთად 18 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. მოლაპარაკებები მხარეთა შორის უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ მას ხელი უახლოეს დღეებში მოეწერება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"