ის კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს, ვისაც "მეთოფეთა" ხელმძღვანელობის ადგილზე შეიძენდა. ესენი არიან იან ვერტონგენი (აიაქსი), მარიო გიოტცე (დორტმუნდი), ხავიერ მარტინესი (ბილბაო) და ლუკას პოდოლსკი (კიოლნი) დაბოლოს, გამოცდილი მეკარე, რომელიც ვოიცეხ შჩესნის ღირსეული დუბლიორი იქნება.
"არსენალში" არიან პიროვნებები, რომლებიც კულისებში ხშირად ამბობდნენ, რომ
ის არ ეტყვის მწვრთნელს, რომ იცი რა? "არსენალში" ცხოვრებით ვტკბები და აქედან რატომ უნდა წავიდე, მაგრამ ახალი ფეხბურთელები მაინც შეიძინეთო. მე მის ადგილას ვეტყოდი, რომ ტიტულების მოგება სწორედ "არსენალთან" ერთად მსურდა, მაგრამ თუკი ჩემი ამბიციების განხორციელების შანსს არ მომცემდნენ, მაშინ დავფიქრდებოდი".
"არსენალის" თავკაცმა იცის, ვისი გადაბირება მართებს, რათა გუნდში ხარისხმა იმატოს. მაგალითად, უკვე რამდენჯერმე გაცნობეთ, რომ ჩრდილოლონდონელები კიოლნელი ლუკას პოდოლსკის გადაბირებასთან ძალიან ახლოს არიან.
ეს ტრანსფერი 12 მილიონი ფუნტი დაჯდება. ამას გარდა ვან ბასტენის მიერ შეთავაზებულ სხვა კანდიდატურებსაც შევეხოთ: "დორტმუნდიდან" მარიო გიოტცეს გადაყვანას 20 მილიონზე მეტი დასჭირდება, დაახლოებით ამდენივე ეღირება ხავიერ მარტინესი, ხოლო იან ვერტონგენის ფასი 12 მილიონამდეა. "არსენალი" უფრო დიდი და უფრო ძლიერი უნდა იყოს. ეს ტიტულების მოგების გარანტია ვერასოდეს გახდება, მაგრამ ამის შანსს კი ნამდვილად გაზრდის.
პლუს, შესაძლებელი გახდება ინგლისისა და ევროპის საუკეთესო კლუბებთან ღირსეული კონკურენცია. ამჟამად გუნდს შემადგენლობაში ოქსლეიდ-ჩემბერლენის სახით ნამდვილი ბრილიანტი ჰყავს, მაგრამ მწვერვალებზე ასასვლელად ნიჭის გარდა გამოცდილებაც არის საჭირო. ასე რომ, "არსენალს" უკვე დაღვინებული ფეხბურთელების შეძენა მართებს. ასეთ შემთხვევაში კი ვან პერსი დარჩება," - აი, ასე ფიქრობს მარკო ვან ბასტენი.
დღევანდელი მდგომარეობა
გუშინ, დილას ინგლისურმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტომაშ როსიცკიმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის დეტალებზე ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება. 31 წლის ჩეხი ნახევარმცველი "მეთოფე" 2006 წელს გახდა, თუმცა ის უზარმაზარი პოტენციალი, რაც გააჩნდა, ბოლომდე ვერ გამოავლინა.
მიზეზი ბანალურია - ტრავმები. თუმცა იანვრის შემდეგ ტომაში ძალიან მაღალ დონეზე ათამაშდა და გულშემატკივრებმა ვან პერსის შემდეგ ის თებერვალში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. "ახალი ხელშეკრულება ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო. მე მიყვარს ეს კლუბი და ამაყი ვარ, როცა მისი მაისურა მმოსავს. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში," - განაცხადა აღფრთოვანებულმა როსიცკიმ.
გარდა არსებული კადრების შენარჩუნებაზე ზრუნვისა, "არსენალი" ახალ ფეხბურთელებთანაც მუშაობს. "ფრანს პრესის" ცნობით, ვენგერს "მონპელიედან" 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველის იუნეს ბელჰანდას გადაბირება სურს. ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ლიდერი წამყვან ფეხბურთელს 15 მილიონ ფუნტად აფასებს. ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2014 წლამდე აკავშირებს.
"დიახ, ბელჰანდას თამაში მანერას მშვენივრად ვიცნობ და მე ის მომწონს," - ამბობს ვენგერი. თავად ფეხბურთელი კი აცხადებს: "ბევრს წერენ ჩემდამი "მილანის" ინტერესზე, მაგრამ მე ეს ტყუილი მგონია. თუკი საფრანგეთიდან სხვა ქვეყანაში წავალ, ეს ინგლისი იქნება ან გერმანია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"