შეიძლება ჩვენი მხრიდან ეს ძალიან თამამი პროგნოზია, მაგრამ მაინც გვგონია, რომ ჩემპიონატის ბოლომდე თამაში "იუნაიტედის" სცენარით წარიმართება. ალექს ფერგიუსონის გუნდის უმთავრესი უპირატესობა გადამწყვეტი თამაშების ჩატარების გამოცდილებაა.
რობერტო მანჩინის ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ესმის, მაგრამ აცხადებს, რომ: "იუნაიტედთან" ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჯერ დაკარგული არაფერია, რადგან პრემიერლიგის დასრულებამდე კიდევ ბევრი დარჩა. იქამდე კი სიტუაცია შეიძლება კვირაში ერთხელ შეიცვალოს. მთავარია, რომ ამჟამად არსებული სხვაობა არ გაიზარდოს".
ერთია, რას ამბობს გუნდის
ამან ინგლისელი ფეხბურთელი იმდენად აღაშფოთა, რომ პირით ხაზთან მდგომ დევიდ პლატს (მანჩინის თანაშემწე) მეტისმეტად ხმამაღლა უყვირა. ის არც სკამზე დაჯდომის შემდეგ გაჩუმებულა და თავისთვის რაღაცას ბურდღუნებდა. უსიამოვნება ამით არ ამოწურულა. გასახდელში სიტყვიერი საქმის გარჩევის შემდეგ ერთმანეთს ხელით შეეხნენ მარიო ბალოტელი და იაია ტურე. საბედნიეროდ, მათი გაშველება მალე მოხერხდა.
"სიტის" იტალიელ თავკაცს გუნდში ვნებების მოთოკვა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩემპიონო ამბიციები დაუკმაყოფილებელი დარჩება.
ამასობაში ცნობილი ხდება, რომ მანჩინის გადაწყვეტილებით, 21 მარტს "სიტი"-"ჩელსის" განაცხადში მოხვდება კარლოს ტევესი. იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ თუკი რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, არგენტინელი "სიტის" სკამზე 6-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად დაჯდება.
"კარლოსს ჯერ კიდევ ბევრი ვარჯიში სჭირდება იმისთვის, რომ იდეალურ კონდიციებში შევიდეს. 10 დღე ან ცოტა ნაკლები, წესით, უნდა ეყოს. ჩვენ არ ველოდებით, რომ პირველივე თამაშში გვაჩვენებს იმას, რაც შეუძლია. ეს შეუძლებელია. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის რეალურად გაგვიწევს დახმარებას დარჩენილ ორ თვეში," - განუცხადა მანჩინიმ "სქაი სპორტსს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"