ჰარი რედნაპი: მესამე ადგილი "ტოტენჰემისაა"

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი პრემიერლიგაში ზედიზედ სამი წაგების შემდეგაც დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი მოახერხებს კონცენტრირებას და ცხრილში მესამე ადგილს შეინარჩუნებს.

"დეზებს" ჩემპიონატში დარჩენილ 10 შეხვედრაში ჭიდილი ლონდონის "ჩელსისა" და "არსენალთან" მოუწევთ.

"ძალიან ბევრი ვეცადეთ, რომ "სიტისა" და "იუნაიტედს" ბოლომდე მივყოლოდით. თავიდანვე გვესმოდა, რომ ეს უმძიმესი ამოცანა იქნებოდა, რადგან მათ ჩვენთან შედარებით ძალიან დიდი რესურსი აქვთ.

"არსენალიც" ძლიერი და გამოცდილი გუნდია. ის ყოველ წელს თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში. ახლა მასთან გვიწევს კონკურენცია, მაგრამ მაინც მგონია, რომ მოვახერხებთ და ჩემპიონატს მესამე ადგილზე
დავასრულებთ," - აცხადებს რედნაპი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული